კვლევა სრულად
სსიპ ქ. სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების ნონა კობრავასა და ვალიდა კოხრეიძისპედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
თემა: ,,ქართულ ენაზე საუბრისას ბარბარიზმების აღმოფხვრისათვის საჭირო სტრატეგიები სკოლაში“
2018-2019სასწავლო წელი
სარჩევი
1.
შესავალი
----------------------------------------------------- 1 გვ
2.
თემის აქტუალობა
------------------------------------------
2 გვ
3.
პრობლემის ანალიზი
--------------------------------------- 6 გვ
4.
კვლევის მიზანი
---------------------------------------------
9
გვ
5.
ლიტარატურის მიმოხილვა
-------------------------------- 9 გვ
6.
სამიზნე ჯგუფი
---------------------------------------------
16 გვ
7.
კვლევის
ვადები და მეთოდები
--------------------------- 17 გვ
8.
მონაცემთა ანალიზი
---------------------------------------
19 გვ
9.
ძირითადი მიგნებები
---------------------------------------- 25
გვ
10. ინტერვენციები
---------------------------------------------- 26 გვ
11. ინტერვენციების შეფასება
-----------------------------------31 გვ
12. რეკომენდაციები ---------------------------------------------
35 გვ
13. დასკვნა
-------------------------------------------------------- 36 გვ
14. გამოყენებული ლიტერატურა
------------------------------ 37 გვ
15. დანართები
---------------------------------------------------- 38 გვ
16. რეფლექსია ---------------------------------------------------- გვ
1. შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს თემაზე:
,,ქართულ ენაზე საუბრისას ბარბარიზმების აღმოფხვრისათვის საჭირო სტრატეგიები სკოლაში“
კვლევა
ჩატარდა 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში
მე-9ა კლასში. ჩვენს მიზანს წარმოადგენდა დაგვედგინა და გაგვეანალიზებინა
პრობლემის გამომწვევი მიზეზები. თუ რატომ იყენებენ
მოსწავლეები ქართული ენაზე საუბრიასას ბარბარიზმებს ასე დიდი რაოდენობით, მაშინ როცა ქართულ
ენაში უხვად მოგვეპოვება შესაბამისი სიტყვები. გავეცანით ლიტერატურას ინტერნეტგაზეთში
http://mastsavlebeli.ge/ და სკოლის ბიბლიოთეკაში. პირველ რიგში მოვახდინეთ პრობლემის იდენტიფიცირება, გავაანალიზეთ ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკა დაკვირვების
საფუძველზე, დავისახეთ მიზანი, შევარჩიეთ დავგეგმეთ და განვახორციელეთ ასევე საინტერესო და მრავალფეროვანი ინტერვენციები, შევაფასეთ მათი შედეგიანობა, შევიმუშავეთ პრაქტიკული რეკომენდაციები, იმედი გვაქვს კვლევა დახმარებას გაგვიწევს ჩვენს
შემდგომ პედაგოგიურ საქმინობაში და გზამკვლევად გადაიქცევა დანარჩენი პედაგოგებისათვისაც.
კვლევა განხორციელდა სსიპ. ქ. სამტრედიის
მე-12 საჯარო სკოლაში, რომელის ხელმძღვანელობა დიდ როლს ანიჭებს სკოლაში განათლების
ხარისხის ამაღლებას და რეგულარულად ატარებს მის მონიტორინგს. ასევე სკოლის მასწავლებლებს
რეგულარულად გვაწვდის ინფორმაციას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და გვიწყობს ხელს აქტიურად ვიყოთ ჩართული
მასში. სკოლაში არის მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის კარგი ტრადიცია, რადგონ კარგად
გვაქვს გაცნობიერებული, რომ თანამშრომლობითი მიდგომა ყველა პრობლემის უმტკივნეულოდ
და წარმატებულად გადაჭრის ინსტრუმენტს წარმოადგენს, ამიტომაც კვლევის მიმდინარეობისას
გავერთიანდით ქართული ენისა და ლიტერატურის
ორი მასწავლებელი ვალიდა კოხრეიძე და ნონა კობრავა, რომლებიც ვასწავლით სსიპ. ქ. სამტრედიის
მე-12 საჯარო სკოლის IX კლასის
განაყოფ ჯგუფებს, კერძოდ, ვალიდა კოხრეიძის ჯგუფში არის 14 მოსწავლე, ხოლო ნონა
კობრავას ჯგუფში 17 მოსწავლე. აღსანიშნავია, რომ კვლევაში ჩართულ ორივე მასწავლებელს
გვქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია. ამ შეხვედრებზე
ჩვენ ერთად ვსახავდით სამოქმედო გეგმას სხვა
მასწავლებლებთან, სკოლის დირექციასთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან საუბრების შედეგებიდან
გამომდინარე. რეგულარულად იმართებოდა შეხვედრები მშობლებთანაც. ერთადვე ვაანალიზებდით
მიღებულ შედეგებს, ამიტომაც ჩვენი კვლევა ერთობლივი მუშაობის შედეგია.
ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას
ხელსაყრელი პირობები
ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების
აღსაზრდელად. ამ ახალ საგანმანათლებლო მოთხოვნებზე მოსარგებად მოსწავლეებში
საჭიროა სხვადასხვა უნარის: კრიტიკული აზროვნების, პრობლემის
გაანალიზება-გადაჭრისა და შემოქმედებითობის, ანუ კრეატიულობის განვითარება, რაც
მათ მისცემს საჭირო ცოდნას; დაეხმარება ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს
წინაშე საკუთარი უფლება–მოვალეობების გაცნობიერებასა და ,,XXI საუკუნის უნარ–ჩვევების“ მქონე ახალგაზრდად ჩამოყალიბებაში.
2. თემის
აქტუალობა
21-ე საუკუნის სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთი აქტუალური
საკითხი, სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვის მიზნით, ქართული ენაზე სასაუბრო და წერითი უნარების განვითარებაა (ეროვნული
სასწ.გეგმა). უაღრესად მნიშვნელოვანია, სკოლამ გადაჭრას განათლების სისტემის წინაშე
არსებული ამოცანა: უზრუნველყოს მოზარდი იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც
დაეხმარება საზოგადებაში ინტეგრაციასა და კომუნიკაციაში, ასევე სწორი არჩევნის გაკეთებასა და პრობლემის გადაჭრაში.
მოსწავლეს
სკოლამ უნდა დაანახოს ნებისმიერი საქმის ხარისხიანად შესრულების აუცილებლობა. სწორედ,
ამიტომაც საჭიროა მოსწავლეებში ქართულ ენაზე საუბრისას შევახსენოთ მისი სიწმინდის დაცვის
აუცილებლობა. სასკოლო ცხოვრება გვარწმუნებს,
რომ მოსწავლეთა სწორად საუბარი სწავლის მაღალი ხარისხის წინაპირობაა.
თითქმის ყოველდღე ჩვენი მოსწავლეების საუბარში
ვხვდებით არაქართული წარმოშობის სიტყვებს, რასაც გულისტკივილით აღნიშნავს ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელი.
ამიტომ ეს პრობლემა აქტუალურია მთელი სკოლისთვის. ვცდილობთ მოსწავლეებს
შევახსენოთ, რომ საჭიროა ძირეული ბარაბრიზმების
ჩანაცვლება ქართული შესატყვისით. ასევე, ვუხსნით მოსწავლეებს, რომ ბარბარიზმები მნიშვნელოვან
ზინს აყენებს ქართულ ენას, მაგრამ მაინც არ გვაქვს მოსწავლეთა საუბარში სასურველი შედეგი.
ამიტომ ეს პრობლემა აქტუალურია
ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებლისთვის. ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით გადავწყვიტეთ
ვაწარმოოთ პრაქტიკული პედაგოგიური
კვლევა.
ქართული
ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც
პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. ენობრივი
უნარჩვევები უნდა წარმოვიდგინოთ არა როგორც მათი შემთხვევითი ნაკრები, არამედ როგორც ერთი მთლიანი სისტემა. მან ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული,
სოციალური თუ პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად
დაძლევის პროცესს, ვინაიდან ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის,
არამედ სხვა საგანთაგან განსხვავებით სწავლების
ენაა, ყველა დანარცენი საგნის შესწავლის საშუალება. (ეროვნულ სასწავლო გეგმა კარი III
თავი XI)
დღეს
ახალი ტექნოლოგიების ეპოქამ მოსწავლეებს უამრავი ახალი სიტყვის შემოტანის შესაძლებლობა
გაუჩინა. ფსიქოლოგთა კვლევების საფუძველზე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბარბარიზმების
დამკვიდრებას ენაში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაც უდევს საფუძვლად. ბარბარიზმები
ქართულ ენაში ყოველთვის გვხვდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში პრობლემა ეს კიდევ უფრო აქტუალურია.
რუსულიდან შემოტანილ ბარბარიზმებს, ინგლისურიდან შემოტანილი ბარბარიზმები დაემატა,
რამაც ქართული ენა კიდევ უფრო დაამახინჯა.
,,პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო
პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მის
მიერ მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლეთათვის მიწოდებული ინფორმაციის არა
მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად
გარდაქმნას. სწორედ ამიტომ,
ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება, რაც
გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით.“
(ეროვნულ სასწავლო გეგმა). ამიტომაც ჩვენს წინაშეა ამოცანა, მოსწავლეებმა
შეძლონ საუბარში სწორად გამოიყენონ ნასწავლი მასალა, მდიდარი იყოს მათი ლექსიკური მარაგი
და შეძლონ ბარბარიზმების განსხვავება ქართული სალიტერატურო ენისაგან. ამისათვის კი მოსწავლეებს ხშირი მითითება არ უნადა
ჭირდებოდეთ სწორად ისაუბრონ, არამედ მათ ჩვენი ძალისხმევით უნდა ჰქონდეთ ჩამოყალიბებული
სწორად საუბრისთვის შინაგანი მოთხოვნილება .
როგორც ვიცით, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის
აღძვრა ცოდნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მოზარდებს
უნდა ვასწავლოთ საკუთარი ინტერესებისა და უნარების გამოვლენა, საჭირო აქტივობების შერჩევისას
გავითვალისწინოთ მათი ინდივიდუალურობა და ასაკობრივი თავისებურებები. ცხადია „სწავლება
ბევრს ნიშნავს, წახალისება კი ყველაფერს“ (გოეთე) და კიდევ „მხოლოდ სინამდვილეში დიდი
ადამიანი გვაგრძობინებს, რომ შენც შეიძლება გახდე დიდი“ (მარკ ტვენი) .
ზემოთთქმულიდან
გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მოსწავლეებს თუ ვაგრძნობიებთ, რომ სწორად საუბარი მათ შინაგან
კულტურასა და სიდიადეზე მეტყველებს, რომ მათ
განათლებაზეა დამოკიდებული რამდენად უმწიკვლოდ დავიცავთ ქართული ენის ღირსებას, ეს
ხელს შეუწყობს თავდაჯერებული და განათლებული პიროვნების ჩამოყალიბებას, ხელს შეუწყობს
აქტიური სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული
სახელმწიფოს მშენებლობისათვის. «სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? .... სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას.... ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…» (ილია ჭავჭავაძე) ეს სიტყვები, რომლებიც 1860 წელს წარმოთქვა სრულიად
ახალგაზრდა ილიამ თავის პირველ კრიტიკულ სტატიაში (“ორიოდე სიტყვა…’), დღემდე ერის
საიდენტიფიკაციო საპროგრამო სიტყვებად არის მიჩნეული. თუმცა იმხანად
ტექსტში მას
ამგვარი პრეტენზია
არ ჰქონია,
ის მხოლოდ გულისტკივილის
ამოძახილი იყო. მასში დღემდე ვხედავთ
ეროვნული იდეის
საფუძველთსაფუძველს.
მას საუკუნო დევიზის მნიშვნელობა
მიენიჭა.
ზოგადი განათლების სისტემა
მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო
ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ამასთანავე,
განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ
უნარ–ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ეხმარება
მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება–მოვალეობების
გაცნობიერებაში.
ამიტომ საჭიროა, ისინი
თავად ჩაწვდნენ ამა თუ იმ პრობლემის არსს, რომელიც დღესდღეობითაა აქტუალური, (მათ
შორის იმას, რომ ბარბარიზმები ენას აღარიბებს). რათა განსაზღვრონ ქვეყნის
ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი
პასუხისმგებლობა.
3. პრობლემის
ანალიზი
ჩვენს
პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვებით ვლინდება, რომ ახალი ტექნოლოგიების
ეპოქაში, განსაკუთრებულად იკვეთება მოსწავლეთა უინტერესობა ქართული ენის სიწმინდის
დაცისადმი. რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება მათ აკადემიურ მიღწევებზე.
ახალმა გამოწვევებმა მასწავლებლებში ახლებური მიდგომების საჭიროება დააყენა. ეს მიდგომები მასწავლებელთაგან შემოქმედებით ხედვას, პრობლემის მოგვარებაზე დაფუძნებული სწავლების ეფექტურობასა და მრავალ სხვა საჭირო სტრატეგიას მოითხოვს. ამიტომ აუცილებელია, პედაგოგი თავად გახდეს მკვლევარი, გაითავისოს XXI საუკუნის გამოწვევები და დასახოს შესაბამისი გზები სწავლა-სწავლების ხარისხის თანამედროვე მოთხოვნებზე მოსარგებად.
პედაგოგმა მოსწავლეებს უნდა აჩვენოს გზა, რომ ისინი თავად ჩასწვდნენ ამა თუ იმ ლოკალური
თუ გლობალური პრობლემის არსს, რომლებიც დღესდღეობითაა აქტუალური, რათა განსაზღვრონ
ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობა და იქცნენ ღირსეულ ადამიანებად.
შევამჩნიეთ,
რომ საკვლევ მეცხრე კლასში შეინიშნება ტენდეცია, რომ მოსწავლეები ბარბარიზმების გამოყენებაში ვერ ხედავენ პრობლემას. უფრო მეტიც, მოსწონთ
მათი გამოყენება საუბრისას, რადგან ეს განათლების მანიშნებელ ფაქტადაც კი მიაჩნიათ. როდესაც მოსწავლეებს ვეუბნებით, მაგას ნუ სჩადიხარო და ამან კი არ იცის, რატომ არ უნდა სჩადიოდეს, ბრაზი ერევა. ეს ადვილად გასაგები ამბავია და ამიტომ ჩვენთვის ნათელია მათი წინააღმდეგობის მიზეზი, რადგანაც ვიცით, რომ ეს მიზეზი უცოდინრობაა, ამიტომაც, ჩვენი ვალია მოსწავლეებს დავანახოთ მათი შეცდომები.
თუ მოსწავლეს
ვასწავლით, როგორ შეხედოს კრიტიკულად პრობლემას, როგორ გააანალიზოს და შეაფასოს
მის წინაშე არსებული გამოწვევები და როგორ
მიუდგეს შემოქმედებითად ამა თუ იმ საკითხს, მაშინ ცხოვრებაშიც სწორ გზას, საკუთარი
,,მე“–ს, ადვილად იპოვის.
ქართული ენისა და
ლიტერატურის სწავლის სპეციფიკიდან გამომდინარე უაღრესად მნიშვნელოვანია
კომპენტეციების განვითარების პროცესი, რომელიც დამოკიდებულია მოსწავლის წინარე
ცოდნაზე. კერძოდ, შეუძლია თუ არა ცოდნის ადეკვატურად ინტერპრეტირება სასწავლო
პროცესსა და სოციუმთან მიმართებით.
სასწავლო
პროცესის დაკვირვების საფუძველზე შევამჩნიეთ, რომ მოსწავლეები გაუცნობიერებლად
საუბრობენ და წერენ ბარბარიზმების გამოყენებით. არ იყვნენ დაინტერესებულნი სწორი
სალიტერატურო ენით საუბრით, რადგან ვერ ხედავდნენ მის საჭიროებას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ საკვლევ
საკითხად ჩამოგვეყალიბებინა ქართული ენის სიწმინდის დაცვის საკითხები და
ბარბარიზმებისაგან ენის გათავისუფლებისათვის ზრუნვა. ასევე მოგვენახა მოსწავლეებში ბარბარიზმებით
საუბრის გამომწვევი მიზეზები და მოგვეძებნა მათი გადაჭრის გზები. ასევე დავიწყეთ
ფიქრი საკუთარ სუსტ მხარეებზე.
ქართულ ენას არ უკვირს
არაბულიდან, სპარსულიდან, თურქულიდან და ა.შ. შემოსული ნასესხები სიტყვების
არსებობა და არც ბარბარიზმებთან ბრძოლაა უცხო მოვლენა.
პრობლემა რომ
კომპლექსურია, ეს აღარავისთვისაა უცხო. ენის დაბინძურებას ხელს უწყობს მასობრივი
საინფორმაციო საშულებებით გავრცელებული და დამკვიდრებული სიტყვები. დღეს რომ ყველა
მგრძნობიარე საკითხი „სენსიტიური“ გახდა, შემოქმედებითი – „კრეატიული“, შთაგონება
– „ინსპირაცია“ – აღარ უკვირს მოსწავლეებს. აღარ უკვირს და აქ ჩნდება პრობლემა : თვითონვე
ვეჩვევით და ვაბინძურებთ ქართულ ენას.
ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებლებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება მშობლიური ენის
წინაშე. ამიტომ, ჩვენი ძალებით, მუდმივად უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას ისე,
რომ ეს პროცესი ბავშვებისთვის არ იყოს მომაბეზრებელი.
დაკვირვების
შედეგად გამოიკვეთა სხავადასხვა ტიპის პრობლება.
·
მოსწავლეებს
შევნიშნე თავდაჯერებულობის დეფიციტი, რაც იწვევს სხვათა გავლენის ქვეშ ადვილად მოქცევას;
·
მოსწავლეების
ერთი ნაწილი ვერ ხედავს სკოლაში ქართული ენის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის არასაგაკვეთილო
პროცესში გამოყენების საჭიროებას და ვერ ხედავს ბარბარიზმებით საუბარში რაიმე სახის
დანაშაულს, მით უმეტეს, რომ ეს სიტყვები ხშირად ესმის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
·
მოსწავლეებს
განსაკუთრებით უჭირთ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ტრანსფერი; მაგ. პრობლემაა თეორიული
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, კერძოდ, მართლწერის საკითხების ზეპირ და წერით ნამუშევრებში
გამოიყენება, ლექსიკური მასალის სიმწირის გამო საუბარში ბარბარიზმების მოშველიება;
·
საკითხი ნამდვილად სცდება საკლასო გარემოს,
გაკვეთილის დროით ჩარჩოებსა და საგაკვეთილო პარამეტრებს, რადგან მოსწავლეთა საუბრისას
ბარბარიზმების გამოყენების პრობლემა, სამწუხაროდ, არც ერთი, არც რამდენიმე გაკვეთილით დაიძლევა და, რაოდენ პესიმისტურადაც
არ უნდა ჟღერდეს, მუდმივად აქტუალური იქნება ჩვენს თემატიკაში, რადგან იგი პირდაპირ
ეხება რეალურ, მნიშვნელოვან და, შეიძლება ითქვას, გლობალურ პრობლემასაც.
პრობლემის
ანალიზის საფუძველზე მივხვდით, რომ სწავლა-სწავლების პროცესისათვის, ნებისმიერი აქტივობის
შესასრულებლად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სწორად მეტყველება და წერა. ასევე მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლება საუბრისას ბარბარიზმების გამოდევნაში. ამიტომაც ავირჩიეთ საკვლევ
თემად მე-9 კლასში ,,ქართულ ენაზე საუბრისას
ბარბარიზმების აღმოფხვრისათვის საჭირო
სტრატეგიები სკოლაში“.
სარგებელი სკოლისთვის: სკოლა უკეთ შესარულებს თავის ფუნქციას მისცეს მოსწავლეებს
სრულფასოვანი განათლება და ქართულ ენაზე სწორად, ბარბარიზმების გარეშე მეტყველების და წერის უნარები
განუვითაროს მოსწავლეებს.
სარგებელი
მასწავლებლებისთვის: ზემოთ
ჩამოთვლილი არგუმენტების საფუძველზე ვფიქრობ, ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა სარგებელს
მოუტანს პედაგოგებს:
·
გაითვალისწინებენ
მოსწავლეთა ინდივიდუალურ თვისებებსა და უნარებს. რის საფუძველზეც დაგეგმავენ შესაბამის
აქტივობებს.
·
მოსწავლეების
კოგნიტური და მეტაკოგნიტური უნარების გასავითარებლად გაეცნობიან საინტერესო ლიტერატურას,
გაიზიარებენ კოლეგების გამოცდილებას.
·
თითოეული
ინტერვენციის დაგეგმასა და გაანაზილებას მოეკიდებიან სერიოზულობით
·
გაანალიზებულ
მასალას გააცნობენ მშობლებს იმსჯელებენ მოსწავლეთა ძლიერ და სუსტ მხარეებზე
·
პედაგოგები
მეტ დროს დაუთმობენ ქართული ენის თავისებურებების
შესახებ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებას.
სარგებელი მოსწავლეებისათვის: სკოლის მოსწავლეებს
ექნებათ სიამაყის განცდა გამართული ენით საბრისას.
·
საინტერესო
და მრავალფეროვანი აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარებათ გამართული ქართულით საუბრის
უნარების განვითარებაში და შემატებთ მეტ თვითდაჯერებულობას.
·
მოსწავლეები
შეძლებენ ქართული ენის თავისებურებების შესახებ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში უკეთ გამოყენებას
·
შეეცდებიან
მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და უნარები, რადგან ისინი აღნიშნული
პროცესის მონაწილენი ხდებიან
·
თითოეული
ინტერვენციის გაანალიზებისას მიღებული რეკომენდაციები მოსწავლეებს მიეხმარებათ სუსტი
მხარეების დაძლევაში.
სარგებელი
ჩვენთვის: განხორციელებული კვლევა დადებითად აისახება ჩვენს პედაგოგიურ საქმიანობაზე,
რომელსაც თანამიმდევრულად გამოვიყენებთ არა მარტო სამიზნე ჯგუფებში, არამედ სხვა კლასებშიც
·
მოსწავლეთა გამართული ქართული ენით საუბრის უნარ-ჩვევების
სწავლების მიზნით სისტემატურად გავეცნობით
ახალ მეთოდურ ლიტერატურას;
·
აქტიობების დაგეგმვისას გავითვალისწინებთ მოსწავლეთა
ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, სურვილებს, ინტერესებს;
·
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ დაგეგმილი
ინტერვენციები დაგვეხმარება მოსწავლეთა სამეტყველო უნარების განვითარებაში და ჩვენს
გამოცდილებას გავუზიარებთ კოლეგებს.
4. კვლევის
მიზანი
ჩვენი
კვლევის მიზანია დავადგინოთ თუ რა ფაქტორები განაპირობებს ბარაბარიზმების სიჭარბეს
მოსწავლეთა მეტყველებასა და წერიასას და გავაანალიზოთ პრობლების გამომწვევი მიზეზები.
დავგეგმოთ და განვახორციელოთ შესაბამისი ინტერვენციები,
გავზომოთ მათი მდგრადობა და შევიმუშაოთ პრაქტიკული რეკომენდაციები.
სიცოცხლის აზრს ილია მოძრაობაში
ხედავდა, ქვეყნისა და ერისათვის სასარგებლო ბრძოლაში.
ჩვენი მიზანიც სწორედ განვითარება
და წინსვლაა, მაგრამ არა უცხო სიტყვათა მექანიკური შემოტანა სასაუბრო ენაში. ჩვენი
მიზანია მოსწავლეებს დავანახოთ ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა,
დავეხმაროთ ამ საკითხში მათი როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში, რათა მათ
მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა ესათუთოს ქართულ მიწაში ჩაღვრილი სისხლისა თუ ცრემლის
ყოველ წვეთს; მათი წარმოთქმული ყოველი
ფრაზა იყოს წარსულის დაფასება, რათა ქართული
ენის ნათელი მომავალი მის ტანჯვაგამოვლილ,
თუმცა
დიდებულ წარსულზე ააღორძინონ...
კვლევის მოსალოდნელი
შედეგია, რომ შესაბამისი ლიტერატურის
გაცნობის და კოკეგებთან კონსულტაციის შემდეგ შევძლებთ ეფექტური ინტერვენციების
დაგეგმვას და განხორციელებას. შედეგად შევძლებთ მოსწავლეების მეტად
ინფორმირებას ბარბარიზმების შესახებ და გაუმჯობესდება სკოლაში
ქართულ ენაზე გამართული მეტყველება,
5. ლიტერატურის
მიმოხილვა
კვლევის დაწყებამდე კიდევ ერთხელ ყურადღებით გავეცანით ეროვნულ სასწავლო
გეგმას, სადაც ვკითხულობთ: (კარი III თავი XI) ენა აზროვნებისა და კომუნიკაციის საშუალებაა. შესაბამისად,
მისი სწავლება ენის ამ ორი უმთავრესი ფუნქციის წინ წამოწევასა და პრიორიტეტულ მიზნად
დასახვას უნდა ემსახურებოდეს.
·
მოსწავლეები ეუფლებიან
მშობლიური ენის მართლწერისა და მართლმეტყველების ძირითად ნორმებს. მშობლიური ენის სწავლების
ძირითად პრინციპს წარმოადგენს ენის აქტიური გამოყენების უნარ-ჩვევების დაუფლება,
რაც
გულისხმობს მოსწავლეებში ენობრივი
კომპეტენციის განვითარებას და არა მხოლოდ გრამატიკული ცოდნის თვითმიზნურ
დაგროვებას. ძირითადი აქცენტი გადატანილია პრაქტიკული გრამატიკის სწავლებაზე. ამიტომ, სწავლის პროცესში
ენის საკითხები უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს ტექსტს და კონკრეტულ
სამეტყველო სიტუაციას.
·
ენის სწავლების ამ კომპონენტთან მჭიდროდაა დაკავშირებული ენის კომუნიკაციური ასპექტები; მისი მიზანია, გამოუმუშაოს
მოსწავლეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ სამეტყველო სიტუაციის მართებულად
შეფასებისა და სამეტყველო ქცევის ადეკვატურად წარმართვისათვის, ნებისმიერ სოციალურ
გარემოში წარმატებული კომუნიკაციის დასამყარებლად, კომუნიკაციის ძირითადი ხერხებისა
და სტრატეგიების დასაუფლებლად. ენის სწავლების ეს კომპონენტი სოციალური ინტერაქციისათვის
საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.
ასევე ყურადღებით გავეცანი ლიტერატურას ინტერნეტგაზეთ http://mastsavlebeli.ge/ -ზე. საიდანაც გამოვიტანეთ დასკვნა,
რომ ე.ს.გ-სა და მასწავლებლის სტანდარტის
მიხედვით პედაგოგები ვალდებულნი ვართ აქტიურად წარვმართოთ სასწავლო პროცესი ცოდნის
სამი კატეგორიის პრინციპის გათვალისწინებით:
ა) დეკლარატიული ანუ სტატიკური ხასიათის ცოდნა, როდესაც მოსწავლემ
იცის კონკრეტული წესი, შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა-გაგება;
ბ) პროცედურული ანუ დინამიური ცოდნა, როდესაც მოსწავლემ იცის
კონკრეტული წესი და იყენებს მას ნასწავლ/ნაცნობ სიტუაციაში;
გ) პირობისეული ანუ ფუნქციური ცოდნა, როდესაც მოსწავლეს შეუძლია
ცოდნის ინტერპრეტირება, მისი ადეკვატურად გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში.
ასევე
საჭიროა: 1.თბილი დამოკიდებულება და მოსწავლისათვის რელევანტური საკითხის შერჩევა. 2 .ინკლუზია-ყველა მოსწავლის დაფასება და ჩართულობა.
3.გააზრება-დისკუსია, ღირებულებითი უკუკავშირი. 4.კომპეტენცია- სასწავლო მიზნებიოს
ხელმისაწვდომობა. 5.ლიდერობა-აღალი მოლოდინები
გაკვეთილის აგებით ,შეფასებითა და მხარდაჭერით. 6.კმაყოფილებით-სწავლის სარგებლობა
და გამოყენებით.
თითოეული
ჩვენთაგანის მოქმედების მიზეზი დიად ადამიანად ყოფნის და საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნების
სურვილია (ფროიდი)
ამიტომაც
მნიშვნელოვანია გულწრფელი ინტერესის გამოჩენა
მოწაფეთა მიმართ,კამათში დათმობა, ინტერესების გათვალისწინება, თავიანთ თავზე
საუბარი საშუალების მიცემა, აზრის პატივისცემა, დაფასება და შეფასება. სხვანაირად,
შთაგონების თეორიული ახსნის ტრადიცია არ არსებობს.
ასევე
გავეცანით გერონტი ქიქოძის სტსტიას ,, ენა
და ეროვნული ენერგიას“,
(იხ. გერონტი ქიქგოძე 1914 წელი,
„სახალხო ფურცელი”. ენა
და ეროვნული ენერგია“ http://georoyal.ge/?MTID=5&id=793 ) რომელშიც დამაიტერესა იმან, რომ ეროვნული
სიმდიდრე და
სიძლიერე ან
კიდევ მისი
სიღარიბე და
უილაჯობა არსად
არ იხატება
ისე ნათლად
და ხელშესახებად,
როგორც ენაში.
ენა ააშკარავებს
როგორც აზრთა
მორჭმულობას და
გრძნობათა მრავალფეროვნებას, ისე
ეროვნული ტემპერამენტის
სიცხოველესაც. ეს იმიტომ,
რომ ენა
არი სიტყვათა
და გამოთქმათა
მკვდარი ლექსიკონი,
ის ცოცხალი
სალაროა იდეათა
და ემოციათა.
დღეს საყოველთაო
ჭეშმარიტებადაა ცნობილი
ის დებულება,
რომ ენა
და აზროვნება
ორი სხვადასხვა
მხარეა ერთი
და იმავე
სულიერი პროცესისა.
იდეას მხოლოდ
სიტყვის შემწეობით
ეძლევა ნათელი
და მკვეთრი
კონტური, წინადადების ანუ
სიტყვიერი გამოთქმის
წყობილება სავსებით
ეთანაბრება აზროვნების
მიმდინარეობას. ამიტომ ენის
სხვადასხვაობა ყოველთვის
აზროვნებისა და
სულის სხვადასხვაობას
მოწმობს მრავალი
გზით. ორ მეზობელ
ერს ვერავითარი
ბუნებრივი და
ხელოვნური ზღუდე
ვერ აშორებს
ისე, როგორც მათი
ენა.
მაგრამ ენა
არ არი
მხოლოდ გათიშვის
იარაღი: ის ძლიერ
შემაერთებელი და
შემადუღებელი ელემენტიცაა.
მისი შემწეობით
ეროვნული ენერგია
უდიდეს კონცენტრაციას
აღწევს იმიტომ,
რომ ის
აკავშირებს არა
მარტო ცოცხალ
თაობებს ურთიერთ
შორის, ის ერთიმეორეს
უახლოვებს წარსულს,
აწმყოს და
მომავალსაც. აი, აქ იჭერენ
მიცვალებულნი ცოცხალთ.
ისინი მათ
ანდერძად უტოვებენ
სიტყვათა და
გამოთქმათა საუნჯეს.
მაგრამ, რადგან სიტყვა
იდეის კალაპოტშია,
შთამომავლობა, წინაპრებისაგან სიტყვასთან
ერთად ტრადიციულ
იდეასაც ღებულობს
მემკვიდრეობით.
აქედან ცხადია,
რომ რაც
უფრო მდიდარია
ამა თუ
იმ ერის
ისტორიული წარსული,
მით უფრო
მდიდარია მისი
სული, მით უფრო
მრავალფეროვანია მისი
ენა. კულტუროსანი ენის
რიტმი მარტო
გარეშე საგანთა
ფხიზელ შთაბეჭდილებას
როდი იძლევა.
ის
ააშკარავებს ძველისძველ
ჩვეულებებს, დრომოჭმულ ტრადიციებს,
აჩრდილისებურ ცრუმორწმუნეობებს, ის
ხატავს უღრან
ტყეებს და
თვალუწვდენელ მინდვრებს,
რომელნიც ერთ
დროს ცის
ტატნობს საზღვრავდნენ,
ის გვანიშნებს
საგანთა ბნელ
სულთ, რომელნიც ჩვენ
შორეულ წინაპართათვის
არსებობდნენ და
ჩვენთვის აღარ
არიან.
ამიტომაა, რომ შეგნებული
ერი არც
ერთს თავის
სიმდიდრეს არ
ეპყრობა ისეთი
სიფრთხილით და
ყურადღებით, როგორც თავის
ენას. ის მას
ერთი მხრით
სწმენდს უცხო
ელემენტებისაგან, მეორე მხრით
მის გარეთ
გატანას ცდილობს.
ამგვარად იბადება
ორი მიმდინარეობა,
ორივე დამახასიათებელი ეროვნული
ენერგიისათვის: მოძრაობა პურისტული
და მოძრაობა
ექსტენსიური. პირველი უწინარეს
ყოვლისა სინტაქსისა
და ლექსიკონის
სფეროში აშკარავდება,
მეორე კი
ყველაზე ძლიერ
სიტყვაკაზმული მწერლობის
შემწეობით ხორციელდება.
ენის ლექსიკონი
იზრდება და
იწმინდება ეროვნული
აქტივობის წყალობით,
მისი სინტაქსი
თანდათან ყალიბდება.
ამგვარად განმტკიცებული
ენა უპირდაპირდება
დაუმთავრებელ, უსუსურ, უკულტურო ენებს
და ამარცხებს
მათ: ამარცხებს არა
ძალმომრეობით, არამედ პოეზიისა
და ლიტერატურის
შემწეობით.
ენერგიული ერები - ფრანგები, ინგლისელები, რუსები, გერმანელები თავიანთ ენას თანდათან უფართოებენ სამოქმედო ასპარეზს, როგორც ამას ძველი რომაელები შვრებოდნენ. როგორც ერთ დროს ლათინური, ისე ახლა ფრანგული, გერმანული და ინგლისური სცილდება ნაციონალურ საზღვრებს და ინტერნაციონალურ კუთვნილებად ხდება. ენა უფრო ბასრი იარაღი აღმოჩნდა, ვიდრე შუბი ან ხმალი იყო და პოეზიამ შესძლო ის, რაც ვერ შესძლო ვერც თოფმა, ვერც ზარბაზანმა.
ენერგიული ერები - ფრანგები, ინგლისელები, რუსები, გერმანელები თავიანთ ენას თანდათან უფართოებენ სამოქმედო ასპარეზს, როგორც ამას ძველი რომაელები შვრებოდნენ. როგორც ერთ დროს ლათინური, ისე ახლა ფრანგული, გერმანული და ინგლისური სცილდება ნაციონალურ საზღვრებს და ინტერნაციონალურ კუთვნილებად ხდება. ენა უფრო ბასრი იარაღი აღმოჩნდა, ვიდრე შუბი ან ხმალი იყო და პოეზიამ შესძლო ის, რაც ვერ შესძლო ვერც თოფმა, ვერც ზარბაზანმა.
ძველი ქართველობა
ენერგიული ერების
რიცხვს ეკუთვნის.
მისი ენერგია
გამოიხატა არა
მარტო მის
მიერ გათხრილ
არხებსა, მის მიერ
აგებულ ტაძრებსა
და ციხე-კოშკებსა, მის მიერ
განცდილ ომებში:
ეს ენერგია
მის ენასა
და ლიტერატურაშიც
გამოაშკარავდა. თავის მეზობლებს
ქართველობამ შეათვისებინა
თავისი საეკლესიო
ენა და
სასულიერო ლიტერატურა,
თავის მეზობლებს
მან თვალწინ
დაუყენა საუკეთესო
ნიმუში ეროვნულად
გამოკვეთილი საერო
პოეზიისა.
თვით ნასესხებ,
უცხოეთიდან გადმოტანილ
ლიტერატურაში მან
ძლიერი ნაციონალური
ელემენტები შეიტანა.
სპარსული პოემები
და რომანები
მან უფრო
გადმოაქართულა, ვიდრე გადმოთარგმნა:
ერთი გერმანელი
მეცნიერისა არ
იყოს ”ვისრამიანი” კიდევ უფრო
თამამად შეიძლება
ქართულ ეპოსად
ჩაითვალოს, ვიდრე ”ტრისტანი და
იზოლდა” გერმანულად.
ქართული ენის სამოქმედო ასპარეზი თანდათან შევიწროვდა უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში; მან ზედიზედ დაკარგა სახელმწიფო დაწესებულებები, სკოლა, ოჯახი. ამასთან ერთად ის შეირყვნა და გადაგვარა უცხო ელემენტების გავლენით.
საღი აზროვნება ყოველთვის განსაზღვრული, ნათლად გამოკვეთილი ენის ტერმინებში ყალიბდება, დღევანდელი ქართველობა კი არ ხმარობს ასეთ განსაზღვრულ ენას. ამიტომ მისი აზროვნება უფორმო და უენერგიოა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს არ არსებობს ძლიერი, ფართო მასშტაბის ქართული აზროვნება. იოანე პეტრიწის, შოთა რუსთაველის, ვახტანგ მეექვსისა და დავით გურამიშვილის მემკვიდრეები იშვიათად სცილდებიან პაწია ესკიზებსა, მინიატურებსა და კუპლეტებს და უზომოდ იტანჯებიან, როცა რაიმე შემთხვევა მათგან მეტ გონებრივ ენერგიას მოითხოვს.
აუცილებელზე აუცილებელია ჩვენი ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ამისათვის კი საჭიროა არა მარტო ჩვენი კლასიკური მწერლობის შესწავლა, არამედ ხალხური ენის გაცნობაც. ქართული ლიტერატურული ენა ისე უნდა გაიწმინდოს, რომ არ გაღარიბდეს. მწიგნობართა ენა უწინარეს ყოვლისა აბსტრაქტული ტერმინებითაა მდიდარი: მხატვრული, ცხოველფრადებიანი სიტყვები უფრო ხალხურ ლაპარაკში უნდა ვეძიოთ. მაგრამ ხალხი სხვადასხვა კილოს ხმარობს სხვადასხვა პროვინციაში. ცხადია, ლიტერატურულ ენას საფუძვლად უნდა დაედოს განსაზღვრული პროვინციის კილო, რომელიც ისტორიული, სოციალური და ესთეტიკური უპირატესობით არი აღჭურვილი. ასეთი კილო ქართლურია.
რასაკვირველია, ქართლის ლექსიკონი უნდა გამდიდრდეს სხვა პროვინციებიდან შემოტანილი სიტყვებით, მაგრამ სამწერლო ენის ძირითადი ფონდი მაინც ქართლური უნდა დარჩეს. ასეთი ენა გამოგვიყვანს თანამედროვე ბაბილონისებურ მდგომარეობიდან, ასეთი ენა საუკეთესო იარაღი იქნება მთლიანი საქართველოს იდეის გასამტკიცებლად. ის ხელს შეუწყობს ძლიერი ეროვნული აზროვნების განვითარებასაც.
ქართული ენის სამოქმედო ასპარეზი თანდათან შევიწროვდა უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში; მან ზედიზედ დაკარგა სახელმწიფო დაწესებულებები, სკოლა, ოჯახი. ამასთან ერთად ის შეირყვნა და გადაგვარა უცხო ელემენტების გავლენით.
საღი აზროვნება ყოველთვის განსაზღვრული, ნათლად გამოკვეთილი ენის ტერმინებში ყალიბდება, დღევანდელი ქართველობა კი არ ხმარობს ასეთ განსაზღვრულ ენას. ამიტომ მისი აზროვნება უფორმო და უენერგიოა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს არ არსებობს ძლიერი, ფართო მასშტაბის ქართული აზროვნება. იოანე პეტრიწის, შოთა რუსთაველის, ვახტანგ მეექვსისა და დავით გურამიშვილის მემკვიდრეები იშვიათად სცილდებიან პაწია ესკიზებსა, მინიატურებსა და კუპლეტებს და უზომოდ იტანჯებიან, როცა რაიმე შემთხვევა მათგან მეტ გონებრივ ენერგიას მოითხოვს.
აუცილებელზე აუცილებელია ჩვენი ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ამისათვის კი საჭიროა არა მარტო ჩვენი კლასიკური მწერლობის შესწავლა, არამედ ხალხური ენის გაცნობაც. ქართული ლიტერატურული ენა ისე უნდა გაიწმინდოს, რომ არ გაღარიბდეს. მწიგნობართა ენა უწინარეს ყოვლისა აბსტრაქტული ტერმინებითაა მდიდარი: მხატვრული, ცხოველფრადებიანი სიტყვები უფრო ხალხურ ლაპარაკში უნდა ვეძიოთ. მაგრამ ხალხი სხვადასხვა კილოს ხმარობს სხვადასხვა პროვინციაში. ცხადია, ლიტერატურულ ენას საფუძვლად უნდა დაედოს განსაზღვრული პროვინციის კილო, რომელიც ისტორიული, სოციალური და ესთეტიკური უპირატესობით არი აღჭურვილი. ასეთი კილო ქართლურია.
რასაკვირველია, ქართლის ლექსიკონი უნდა გამდიდრდეს სხვა პროვინციებიდან შემოტანილი სიტყვებით, მაგრამ სამწერლო ენის ძირითადი ფონდი მაინც ქართლური უნდა დარჩეს. ასეთი ენა გამოგვიყვანს თანამედროვე ბაბილონისებურ მდგომარეობიდან, ასეთი ენა საუკეთესო იარაღი იქნება მთლიანი საქართველოს იდეის გასამტკიცებლად. ის ხელს შეუწყობს ძლიერი ეროვნული აზროვნების განვითარებასაც.
მაგრამ მარტო
ენის გაწმენდა
როდი კმარა
ეროვნული ენერგიის
გასაღვივებლად: ენისთვის საჭიროა
ფართო სოციალური
საფუძვლის შექმნაც,
ამ მხრივ
კიდევ უფრო
მეტი გვაქვს
გასაკეთებელი. ჩვენს დედაენას
ხელახლა უნდა
დავუპყროთ ის
პოზიციები, უკანასკნელ საუკუნის
განმავლობაში რომ
დაჰკარგა.
დღეს შეგვიძლია
იმის თქმა,
თუ სად
შეჩერდება მომავალში
ეს ლტოლვა.
მართალია, თანამედროვე ქართველობას
აღარ ძალუძს
ფართო საერთაშორისო
პოლიტიკის წარმოება;
მართალია, ქართული ლიტერატურა
ისეთი ღირებულებას
არ წარმოადგენს,
რომ მისი
შემწეობით შეიძლებოდეს
სხვა ერების
სულიერი დაპყრობა,
მაგრამ თვით
ჩვენი სამშობლოს
ტერიტორიაზე მოიპოვებიან
სხვა ერების
წარმომადგენლები, რომლებიც ძალაუნებურად
დაემორჩილებიან ჩვენი
ენის და
კულტურის ზეგავლენას,
თუკი სათანადო
ენერგიას გამოვიჩენთ.
ჩვენ არავის
ვაიძულებთ ჩვენ
სამშობლოში ეძიოს
ბედნიერება. მაგრამ რაკი
უცხოელები თავისი
სურვილით მოდიან
და ჩვენს
მიწაწყალზე ესახლებიან,
ჩვენ ზნეობრივი
უფლება გვაქს
ვურჩიოთ, რომ ჩვენი
კულტურა შეითვისონ,
ჩვენი ენა
შეისწავლონ.
წმინდა ქართული
ენა იმდენად
მდიდარი, კულტურული და
კეთილხმოვანია, რომ ის
ჭეშმარიტად ღირსია
მეტი პატივისცემისა.
ის მზადაა
გამოხატოს უმძიმესი
ფილოსოფიური იდეები
და უმსუბუქესი
ეროტული სენსაციები.
ის ხან
მკვეთრი და
ძლიერია, ვით გრდემლის
და კვერის
შეხვედრა, ხან ნაზი
და ტკბილი,
ვით პირველი
ღიმილი შეყვარებული
ქალ-ვაჟისა.
ის ხატავს
ჩვენს მოღუშულ
მთებსა და
მოღიმარე მდელოებს,
ვეშაპის ხმიან
ჩვენს ჩანჩქერებსა
და ჩხრიალა
მდინარეებს, ჩვენს უღრან
ტყეებსა და
პიტალო კლდეებს.
მის რიტმში
ჩვენ გვესმის
შორეული სიმღერა
ომში მიმავალი
რაინდებისა. (გერონტი
ქიქგოძე 1914 წელი,
„სახალხო ფურცელი”. ,,ენა და ეროვნული ენერგია“ იხ. http://georoyal.ge/?MTID=5&id=793)
ასევე
გავეცანით სერგო
კერესელიძის სტატიას ქართული ენის შესახებ, რომელიშიც ავტორი განიხილავს რამდენიმე მნიშვნელოვან
საკითხს, რომელიც ქართული ენის სიდიადეზე მოგვითხრობს. ,,ქართული
ენა - ეს არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი "წმინდანთა ცხოვრებებს კი ვკითხულობთ, მაგრამ
მათი მადლის გარეშე ვრჩებით. ყოველმა ჩვენგანმა
თავის თავს უნდა ჰკითხოს: პირადად ის რას აკეთებს
იმისათვის, რისთვისაც წმინდა ილია მართალი
მოგვიწოდებდა, სახელდობრ, მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვისათვის". "ჩვენ ვართ იმ მიწა-წყლის შვილები, სადაც ინახება
მთელი ქრისტიანობის სანუკვარი სიწმინდე - კვართი
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სადაც დაინთხა
სისხლი მრავალი ათასი მოწამისა, რომელთაც თავისი
სიცოცხლის ფასად დღემდე შემოგვინახეს ჩვენი ენა და რწმენა". "ქართული დამწერლობა შეიქმნა ჯერ კიდევ ქრისტეს ხორციელად შობამდე III საუკუნეში და ამჟამად მსოფლიოში მოქმედ 14 ანბანთა შორის ერთ-ერთი
უძველესია. (იხ. http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/epistoleni-qadagebebi/926-qarthuli-ena-es-aris-musikamagram-ara-mitsieri-aramed-zecidan-gardamosuli-sulieri-musika.html )
ჩვენი
დიდი ინტერესი გამოიწვია რუსუდან კენჭოშვილის წერილმა ,,ენა ენერგიაა“ (იხ. http://www.ambioni.ge/ena-energiaa ) სადაც ვკითხულობთ: ,,ეროვნების განმსაზღვრელი ნიშანი
არის ენა, რომელსაც მშობლიურ ენას ანუ ,,დედა ენას” უწოდებენ. დედა ენა კი, ყველამ ვიცით, რომ ადამიანის უძვირფასესი საუნჯეა, სადაც ერთ მთლიან სისტემად არის ჩამოყალიბებული ხალხის აზრი, შემოქმედებითი ძალა და სულიერი ცხოვრების ისტორია. ქვეყნის ბუნება, ხალხის ისტორია,
მისი ფსიქიკური წყობის თავისებურებანი თავის
ბეჭედს ასვამენ ენას, მის ბგერათა სისტემას,
გრამატიკულ წყობას, ლექსიკას. ყოველივე ეს განუმეორებელი ელფერით მოსავს ენას, რომელიც ამის გამო ყველაზე ახლობელი და ორგანულია,
სწორედ, ამ ბუნების წიაღში მოქცეული ადამიანებისათვის.
ამიტომ ბავშვს ყველაზე უკეთ დედა ენა უხსნის გონების კარიბჭეს და განაცდევინებს ისეთ სიტკბოებას, რასაც ვერ მიანიჭებს ვერც ერთი სხვა ენა. ადამიანი მხოლოდ მშობლიურ ენაზე აღწევს სრულყოფას გონებრივი და ენობრივი განვითარების
თვალსაზრისით, უცხო ენაზე ამის მიღწევა შეუძლებელია.
,,ვინც ზედმიწევნით არ სწავლობს თავის ენას, ის ვერასოდეს ვერ მიეწევა ჯეროვანს სიღრმეს აზრისას და გრძნობისას და იქნება მეტ-ნაკლებობით ფუქსავატი არსება, თუნდაც
მთელი დუჟინი უცხო ენები იცოდეს”. ( იაკობ
გოგებაშვილი)
თავის დროზე
პედიატრმა ირ. ფაღავამ ექსპერიმენტულად დაადგინა,
რომ ქართველ ბავშვებს, რომლებიც დაწყებით კლასებში რუსულად სწავლობდნენ, არტერიული წნევა რამდენადმე უფრო მაღალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც მშობლიურ ენაზე სწავლობდნენ. მაგრამ როცა ეს ბავშვები კვირა დღით შეამოწმეს, ნორმალური არტერიული წნევა აღმოაჩნდათ. თითქმის მივადექი სათქმელს. დღეს ქვეყანაში, ყველაფერთან ერთად, ენის პრობლემა დგას და არავინაა ამის გამკითხავი. ენათა სიყვარულმა და ,,თანასწორობამ” მშობლიური ენის დისკრიმინაცია არ უნდა გამოიწვიოს. ჩემთვის სულ ერთია ვინ წამართმევს ენას: რუსი, ჩინელი, თუ ამერიკელი, რადგან მე ჩემი ენით ვარ თვითმყოფადი. ,, რა ენა წახდეს, ერის დაეცესო” – ამბობს გრიგოლ ორბელიანი.
კარგია უცხოური
განათლება ჩვენში, მაგრამ ის, რომ ბარბარიზმებით
გავავსოთ ენა, არ გვეპატიება! ის, რომ მხოლოდ ინგლისური წარწერები ვაკეთოთ, არც ეს გვეპატიება! მაგალითისთვის მოვიყვან ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს, სადაც უამრავი ქართველი ტურისტი ჩადის და გაოცებულნი ჩამოდიან… რა აკვირვებთ? – სილამაზე? – სისუფთავე?… ჩემთვის მხოლოდ ერთი რამაა ნიშანდობლივი: როგორც კი გასცდებით საქართველოს საზღვარს, ვერსად ნახავთ აბრას, რომელიმე სხვა ენის წარწერებით. მ ხოლოდ აზერბაიჯანულად! კეთილი ინებე და მიხვდი, რაც წერია! ისინი აფიქსირებენ იმას, რომ თავიანთ ქვეყანაში პრიორიტეტია საკუთარი ენა. და ჩვენ რას ვაკეთებთ მათგან განსხვავებით? აბრები აჭრელებული გვაქვს უამრავი ენის წარწერებით. ქართული ასოებითაც ინგლისურს ვწერთ. ცალკეული მაგალითების მოყვანა ძალიან შორს წაგვიყვანს…
ადრე ყური გაგვიხედნეს
რუსულით, ახლა – ინგლისურით და ქართული, დააკვირდით
თანამედროვე დიალოგებს, ის აღარაა, რასაც თუნდაც
მე-20 საუკუნის ქართველი სიამოვნებით მოისმენდა. სხვათაშორის, შეიძლება ზოგს სასაცილოდაც მოეჩვენოს, მაგრამ დადგენილია, ენას თავისი მუხტი
აქვს (კოდირებული), იმდენად ძლიერი გავლენაც
აქვს, რომ შეიძლება სახე, ხასიათი, აზროვნება შეუცვალოს ერს. ილიას სიტყვებია: ენა, მამული, სარწმუნოება”.
ენა პირველ ადგილზე დგას, რადგან მასშია მთელი ჩვენი ქვეყნის სული და ენერგია, თუ ის შეიბღალება (მერე და, როგორ იბღალება), მამულიც და სარწმუნოებაც თან მიჰყვება და ამის მაგალითები უამრავი გვაქვს. დავიწყოთ თუნდაც ბიბლიიდან: ბაბილონის გოდოლი რომ არ აეშენებინათ,
ღმერთმა ხალხს ენა აურია…და ამით უკვე ყველაფერი ითქვა!
დღეს არა გვაქვს უფლება ამ პრობლემას გვერდი ავუაროთ. ენის სიწმინდეზე თუ არ ვიზრუნეთ,
მის შესწავლაზე, რაც საუბედუროდ სკოლებშიც აღარ ისწავლება სათანადოდ, მალე ჩვენ ქართველებიც აღარ ვიქნებით! იყო დრო, არასწორად რომ მეთქვა რამე, მეკითხებოდნენ: ვინ იყო შენი ქართულის მასწავლებელიო … და ახლა მე
მიჩნდება იგივე კითხვა სრულიად საქართველოს
მიმართ: გვყავს კი დღეს ჩვენ ქართულის მასწავლებლები?
ის ენერგია,
რაც ქართულ ენას აქვს, უფალმა მოგვმადლა, ნუ
დაგვავიწყდება! სწორედ ქართულია ის ენა, რომლითაც საიდუმლო გაცხადდება მეორედ მოსვლის ჟამს: ,, დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად, რათა ყოველსა
ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”. (იოანე
ზოსიმე ,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”). ,,და ესე ენაი, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული – მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა”(იოანე ზოსიმე).“ (რუსუდან
კენჭოშვილის წერილი ,,ენა ენერგიაა“ იხ. http://www.ambioni.ge/ena-energiaa )
ასევე ჩვენი
დიდი ინტერესი გამოიწვია ნიკო ნიკოლაძის წერილმა
,,ქართული ენის შესახებ“ , სადაც ვკითხულობთ: ,,გასულ საუკუნეში, – როდესაც ქართველი ხალხის ლიტერატურულ ცხოვრებაში ისეთივე მნიშვნელოვანი
მოვლენები მოხდა, როგორიც ევროპაში „აღორძინების ეპოქამ” ითამაშა, დიდი ჭკუისა და ძლიერი
ენერგიის ადამიანებმა, როგორებიც ვახტანგ მეექვსე და კათალიკოზი ანტონი იყვნენ, სხვათა
შორის, მიზნად დაისახეს ქართული ლიტერატურა და ქართული სალიტერატურო ენა გაეწმინდათ
იმ მინარევებისგან, რაც სპარსელთა და საერთოდ მაჰმადიანური სამყაროს ხანგრძლივი ბატონობის
შედეგად მოხდა. ეს საკმაოდ ღირსეული ამოცანა იყო. მას მხარი დაუჭირეს მრავალრიცხოვანმა
მოღვაწეებმა.“ (იხ. ნიკო ნიკოლაძე ,,ქართული ენის შესახებ“)
კიდევ ერთხელ გავეცანით საქართველოს პარლამენტის
ეროვნული ბიბლიოთეკის ,,სიტყვიერებისა და ლიტერატურული თეორიის ლექსიკონს
http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=43&t=7, სადაც ვკითხულობთ, რომ: ,,ბარბარიზმი
ამა თუ იმ ენის ბუნებისათვის შეუფერებელი
ან უცხოური ენიდან საჭიროების გარეშე შემოსულ
სიტყვა, გამოთქმა. მაგალითად: „შპილკა” (სარჭი), „შკაფი” (კარადა), „ვინტოვკა” (შაშხანა), „პოლი” (იატაკი), „პროსტინა”
(ზეწარი) და სხვა. ზემოთმოყვანილი ნიმუშების მსგავსი ბარბარიზმების ხმარება დაუშვებელია, თუ ისინი ავტორს შეგნებულად არ აქვს გარკვეული მიზნით გამოყენებული. ფართო მნიშვნელობით ბარბარიზმად ითვლება უცხო ენიდან
შემოსული ყოველი სიტყვა და გამოთქმა. ზოგი
მათგანი მხოლოდ წარმოშობით არის ბარბარიზმი,
სავსებით ეგუება ამა თუ იმ ენას და დასაშვებია
ლიტერატურული ენისათვის. ენის გამდიდრებისთვის აუცილებელ ბარბარიზმებს ხალხი
ითვისებს და მას თავისებურ (ეროვნულ) ფორმას აძლევს. ასეთი გათავისებურება
ამდიდრებს და აძლიერებს ენას. უცხო ენიდან
შემოსული და ეროვნულ ბუნებასთან შეხამებული
აუცილებელი სიტყვებით გამდიდრდა ქართული ენა
და შეინარჩუნა თავისი გრამატიკული წყობა
და ძირითადი ლექსიკური ფონდი. ბარბარიზმებს ზოგჯერ
დაცინვის მიზნითაც იყენებენ.“
1. სამიზნე
ჯგუფი
პრაქტიკული
კვლევის განსახორციელებლად მიზნობრივ ჯგუფად შეირჩა სსიპ ქ. სამტრედიის მე-12 საჯარო
სკოლის სკოლის მე-9 კლასი, რომლებიც ქართული
ენის გაკვეთილზე იყოფიან ორ ჯგუფად და მათ
ქართულ ენას ასწავლის კვლევაში ჩართული მასწავლებელი ვალიდა კოხრეიძე და ნონა კობრავა.
ეს ჯგუფები განსხვავდებიან ერთმანეთისგან აკადემიური მოსწრებით და მათთან ბარბარიზმების
გამოყენების პრობლემა საუბრისას განსხვავებულად
დგას. ეს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის კვლევის პროცესს და შესაბამისად შედეგებს.
მართალია, პრობლემა აქტუალურია მთელი ახალგაზრდა
თაობისთვის, ამ ეტაპზე საკითხს შევისწავლით
სამიზნე ჯგუფში. გაკეთებული დასკვნები და მიგნებები კი გამოგვადგება მომავალი მუშაობის განმავლობაში.
კვლევის ვადები და მეთოდები
მოსწავლეთა საუბარში ბარბარიზმების სიჭარბის გამომწვევი
მიზეზების დასადგენად და მისი გამოსწორების გზების დასახვის მიზნით, დავგეგმეთ და განვახორციელეთ
შერეული თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები.
თვისებრივი
·
დაკვირვება.
სამიზნე ჯგუფი-მოსწავლეები.
კვლევის მეთოდის მიზანი: დავაკვირდეთ
საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო პროცესს და აღმოვაჩინოთ ბარბარიზმებით საუბრის ფაქტები
და ვივარაუდოთ, თუ რა ფაქტორები განაპირობებენ
მათ გამოყენებას.
·
ფოკუს ჯგუფი სამიზნე
ჯგუფი: მასწავლებლები
დაგვედგინა,
მათი აზრით თუ რამდენად ხშირად სარგებლობენ
მოსწავლეები საუბრისას ბარბარიზმებით; რა მეთოდებს იყენებენ გამართული ქართული სალიტერატურო
ენით მოსწავლეთა საუბრის შინაგანი და გარეგანი
მოტივაციის ამაღლების მიზნით; დაგვედგინა მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეები კოლეგების გამოცდილების
გაცნობა /შესწავლის საფუძველზე.
·
ფოკუს ჯგუფი სამიზნე
ჯგუფი: მეცხრე კლასის მოსწავლეთა მშობლები
კვლევის მეთოდის
მიზანი : გავეცნოთ მშობლების შეხედულებებსა
და მოსაზრებებს.
დაგვედგინა,
მათი აზრით თუ რამდენად ხშირად სარგებლობენ
მათი შვილები საუბრისას ბარბარიზმებით; რა მიაჩნიათ საჭირო გამართული ქართული სალიტერატურო ენით
მოსწავლეთა საუბრის შინაგანი და გარეგანი მოტივაციის
ამაღლების მიზნით; დაგვედგინა მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეები, მოსწავლეთა ინტერსები
მშობლების მოსაზრებების გაცნობა /შესწავლის
საფუძველზე.
რაოდენობრივი (ანკეტირება, მეორადი მონაცემთა ანალიზი )
თვისებრივი კვლევის განხორციელების შემდეგ გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მოსწავლეები
საუბრისას ბარბარიზმების გამოყენებაში ვერ ხედავენ პრობლემას. უფრო მეტიც, მოსწონთ
მათი გამოყენება საუბრისას, რადგან ეს განათლების მანიშნებელ ფაქტადაც კი მიაჩნიათ. რაოდენობრივი კვლევის ჩასატარებლად გამოვიყენეთ
ანკეტირება. მიღებული მონაცემები დაგვეხმარა
დაგვედგინა მე-9 კლასის მოსწავლეთა შეხედულება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისა
და მასწავლებლის მიმართ დამოკიდებლობის შესახებ.
რაოდენობრივი კვლევისათვის მოვამზადეთ კითხვარი.
მისი შევსების ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 15 წუთს.
სამიზნე ჯგუფი : მეცხრე კლასის მოსწავლეები
კვლევის მეთოდის მიზანი: გავარკვიო მოსწონთ თუ არა მოსწავლეებს საუბრისას ბარბარიზმების გამოყენება,
მათი აზრით, აუცილებელია თუ არა ქართული ენის სიწმინდისათვის ზრუნვა, იყენებენ თუ არა
გაკვეთილზე თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორი ტიპის დავალებებს ასრულებენ ხალისით,
დავალების სირთულე მოქმედებს თუ არა მათ მოტივაციაზე, მოსწონთ თუ არა ისეთი აქტივობები,
როგორიცაა ვიქტორინები, თამაშები, დისკუსია, რა იწვევს მათ დემოტივიზაციას (იხ. დანართი1.
)
რადგან პრობლემა ეხება მოსწავლეებს, მშობლებს და სკოლის
პედაგოგებს, ამიტომ თითოელი მათგანის აზრი გასათვალისწინებელია. კითხვარი შეავსო ფოკუს-ჯგუფში
შემავალმა ყველა ზემოთ აღნიშნულმა პირმა, ვინც უარი არ თქვა მონაწილეობაზე ყოველგვარი
შერჩევის გარეშე.
მეორადი მონაცემების ანალიზი-პრეტესტი და პოსტტესტი
იმისათვის,
რომ ინტერვენციამდე და ინტერვენნციის შემდეგ ერთმანეთისათვის შეგვედარებინა არსებული
მდგომარეობა გამოვიყენეთ პრე და პრო ინსტუმენტები
1. მონაცემთა ანალიზი
სასწავლო პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შევამჩნიეთ, რომ მოსწავლეებში ბარბარიზმების
გამოყენებამ მოიმატა, რადგან ამში ვერ ხედავენ დანაშაულს, არ მიაჩნიათ აუცილებლად ბარბარიზმების
აღმოფხვრა, არ ამჟღავნებდნენ ინტერესს დაეცვათ
საუბრისას და წერისას სალიტერატურო ნორმები, არ იყვნენ დაინტერესებულნი ამ მიმართულებით
ცოდნის მიღებით, რადგან ვერ ხედავდნენ მის საჭიროებას. არ მონაწილეობდნენ დისკუსიებში.
იდენფერენტულნი იყვნენ კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის მიმართ. კერძოდ, არ ეცნობოდნენ
ქართველი მწერლების შემოქმედებას. ასევე მოსწავლეებს შევნიშნეთ თვითდაუჯერებლობის სინდრომი.
ყოველივე ამის საფუძველზე მოვახდინეთ პრობლემის იდენტიფიცირება. მივხვდით, რომ მოსწავლეთა
ცოდნის დინე ამ საკითხში მართლაც დაბალია.
მივხვდით, რომ საჭიროა მოსწავლეების ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გაზრდა, ქართული
ენის ღირსებებზე მეტი საუბარი და მათი აქტიური ჩართვა ქართულის ენის დაცვის საქმეში
.
ფოკუს
ჯგუფი დავგეგმეთ ჩვენს კოლეგებთან, ფოკუსჯგუფში
შედიოდა რამდენიმე მასწავლებელი. ქართული ენის კათედრის წევრებთან, სადაც მოდერატორი
იყო ვალიდა კოხრეიძე, ხოლო მე-9 კლასის პედაგოგებისათვის
მოდერატორი იყო ნონა კობრავა. მათთვის შესაბამისი კითხვები მოვამზადეთ, რადგან კვლევის
მიმდინარეობის პროცესში მათი შეხედულებების გაზიარება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩვენთვის.
გაირკვა რომ პედაგოგებს სწორედ, ბარბარიზმებით ხშირი საუბარი მიაჩნიათ თანამედროვე
ახალგაზრედბის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად, მათი აზრით, პრობლემის გამოსწორების მიზნით
გასათვალისწინებელია ინდივიდუალური მიდგომა მოსწავლეებთან და მშობლებთან
მეტად თანამშრომლობა. ასევე მათი აზრით არა
მხოლოდ ქართული ენის, არამედ ყველასაგნის მასწავლებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ენის
სიწმინდის დაცვაში.
გაირკვა, რომ მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ პედაგოგმა უნდა გამოიყენოს ინოვაციური მეთოდები,
მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები, მით უფრო, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ამის საშულებას
ნამდვილად იძლევა. მათთან შეხვედრის შემდეგ დავადგინეთ, რომ უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა
აქტივობები, ვიდეოგაკვეთილები, დისკუსიები, პროექტები... უფრო ხშირად მივცეთ მოსწავლეებს
განმავითარებელი შეფასება ყოველი მათი შეცდომისას თუ შემჩნეული წინსვლისას, რომელიც
აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას სწორად იმეტყველონ და წერონ.
პრეტესტი
სამიზნი ჯგუფი:
მოსწავლეები
კვლევის მეთოდის მიზანი: დავადგინო მოსწავლეთა უნარი, შეძლონ ტექსტის სწორად
რედაქტირება.
საგაკვეთილო
პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ მოსწავლეები ვერ განარჩევენ ბარბარიზმებს სალიტერატურო ენისაგან.
მაგ. გაკვეთილზე კლასი გავყავით ჯგუფებად. მივეცით დავალებები ჯგუფში შესასრულებლად.
მივეცით შესაბამისი ინსტრუქცია: მოეხდინათ იმ ტექსტის რედაქტირება, რომელშიც იყო გამოყენებული
ბარბარიზმები. მოსწავლეების უმრავლესობამ ვერ შეძლო ბარბარიზმების აღმოჩენა ტექსტში,
რაც მიუთითებს მათ არასკმარის ცოდნაზე.
რიცხვი
|
ტესტი 1
|
10-9-8
|
8-7
|
6-5
|
4-3-2
|
სულ
|
10.12.2018
|
1 განაყოფი
მასწავლებელი ნინო კობრავა
|
6
|
8
|
3
|
0
|
17
|
10.12.2018
|
II განაყოფი
მასწავლებელი ვალიდა კოხრეიძე
|
4
|
8
|
2
|
0
|
14
|
პოსტტესტი
სამიზნე ჯგუფი: მოსწავლეები
კვლევის მეთოდის მიზანი: დავადგინო მოსწავლეთა ბარბარიზმების აღმოჩენის უნარის
დონე და ინტერვენციების საშუალებით მოვახერხო ამ პრობლემის გადაჭრა.
რიცხვი
|
ტესტი
|
10-9-8
|
8-7
|
6-5
|
4-3-2
|
სულ
|
30.04.2019
|
1 განაყოფი
მასწავლებელი ნინო კობრავა
|
10
|
6
|
1
|
0
|
17
|
30.04.2019
|
II განაყოფი
მასწავლებელი ვალიდა კოხრეიძე
|
8
|
5
|
1
|
0
|
14
|
მეორადი მონაცემთა ანალიზიდან ვლინდება, რომ ბარბარიზმების აღმოჩენის უნარი საწყის ეტაპზე იყო დაბალი, ინტერვენციების შემდეგ
კი შედეგები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
1.
ძირითადი მიგნებები
მონაცემთა
ანალიზის შედეგად მიგნებულია, რომ მოსწავლეების
საუბარში ბარაბარიზმების ხშირი გამოყენების პრობლემის გამომწვევი მიზეზები შეიძლება
იყოს:
·
განმავითარებელი
შეფასების ნაკლებობა;
·
კომპიუტერთან
არამიზნობრივად დიდი დროის გატარება და განათლების
დეფიციტი;
·
წახალისებისა
და დასჯის ფორმების იშვიათად გამოყენება;
·
ინოვაციური
მეთოდების ნაკლებობა;
·
მრავალფეროვანი
დავალებების ნაკლებობა და დავალებების მიცემისას მოსწავლეთა ინდივიდუალურობისა და განწყობების
ნაკლებად გათვალისწინება;
·
ერთფეროვანი მეთოდებით დაგეგმილი, ანუ ტრადიციული
გაკვეთილების სიჭარბე;
·
კლასგარეშე
ლიტერატურის კითხვის მოთხოვნილების ნაკლებობა მოსწავლეებში.
როგორც ვიცით, სწორი სამეტყველო უნარების განვითრებას მოსწავლეებში
განაპირობებს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი ფაქტორები. შინაგანი ფაქტორი არის ის ტენდენცია, როცა მიზნის
მიღწევა ხდება საკუთარი ინტერესებისა და უნარების კვალდაკვალ. შინაგანად მოტივირებულთ
არ გვჭირდება წახალისება ან დასჯა, რადგან თვითონ აქტივობა თავისთავად ჯილდოა. შინაგანი
მოტივაციის საპირისპირო შემთხვევაა, როცა რაღაცას მხოლოდ კარგი შეფასებისათვის, უფრო
ზუსტად დასჯის თავიდან აცილების მიზნით ან კიდევ მასწავლებლის სიამოვნებისათვის ვაკეთებთ_ეს
გარეგანი მოტივაციაა. ამ შემთხვევაში ქცევას იმიტომ კი არ ვახორციელებთ, რომ თავად
იგი გვაინტერესებს, არამედ გვაინტერესებს ის, რას მოგვიტანს კონკრეტული ქმედება, ქცევა,
ამ შემთხვევაში გამრთული ქართული სალიტერატურო ენით საუბარი.
შინაგანი
და გარეგანი მოტივაციის გამოყენება მასწავლებლებს შესაძლებლობებს გვაძლევს მივაღწიოთ
მიზანს. სასწავლო აქტივობების მრავალფეროვანი ფორმატი რეალურად შესაძლებლობას იძლევა,
რაც შეიძლება შინაგანად მოტივირებულნი გავხადოთ მოსწავლეები, თუმცა, ეს როდი ნიშნავს
იმას, რომ გარეგან მოტივაციაზე ვთქვათ უარი. ყველა შემთხვევაში მხარდაჭერა, შექება,
თანადგომა მოსწავლეთა წარმატების საწინდარია. აღსანიშნავია, რომ როგორც დასჯის, ასევე
წახალისების ეფექტიანობა სხვადასხვაგვარია, რასაც ხშირად ბავშვის სოციო-კულტურული წარმომავლობა
და პიროვნული თვისებები განაპირობებს.(ვაისი 2010).
2. ინტერვენციები
კვლევის მეთოდების განხორციელებისა და მონაცემთა
შეგროვების შემდეგ დავგეგმეთ და განვახორციელეთ მრავალფეროვანი ინტერვენციები, რომლებიც
ორიენტირებული იყო მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
მასწავლებლის ვალიდა კოხრეიძის მიერ განხორციელებული
ინტერვენციები:
1. ინტერვენცია_განმავითარებელი შეფასების
ინსტრუმენტის გამოყენება
ინტერვენციის
მიზანი_უკუკავშრის საფუძველზე ობიექტური თვითშეფასება.
აღწერა_ ყოველი აქტივობის შემდეგ ჩავინიშნავდი
მათი საუბრისას წარმოთქმულ ბარბარიზმებს, მოსწავლეები მონახავდნენ
მის შესაბამის ქართულ შესატყვისებს და
იწერდნენ მათ. საჯრიმო ქულების მიხედვით მოსწავლეებს უკუკავშირს ვაძლევდი, როგორც
ზეპირი, ისე წერილობითი სახით. შემდეგ კი
წავაკითხე მოსწავლეებს მათივე ნაწერი, სადაც გამოყენებულია ბარბარიზმები, ვცდილობდი ნათლად დავანახო მათი შეცდომები და თავად მონახონ სწორი ფორმა;
ამ ინტერვენციის დროს აქტიურად ვიყენებდი იმ მოსწავლეების
წახალისებას, ვინც საუბარში არ ხმაროს ბარბარიზმებს და იცავს სალიტერტურო ენის საუბრის
ნორმებს, ასევე ამ მხრივ გამორჩეული მოსწავლეების საჯაროდ კლასში შექებას.
საგანთან/ე.ს.გ.–სთან
კავშირი:
ქართ. IX. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე.
2. ინტერვენცია_ სასწავლო რესურსის შექმნა
ინტერვენციის
მიზანი_კეთებით სწავლება
აღწერა_მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები ,,ქართული ენა ჩვენი სიამაყეა“ და დაარიგეს
სკოლის მოსწავლეებში.
საგანთან/ე.ს.გ.–სთან
კავშირი:
ქართ. IX. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე.
3.
ინტერვენცია_ კონკურსის "საუკეთესო მოქართულე" ჩატარება
მიზანი: ქართული
ენის სიყვარულისა გაღვივება მოსწავლე ახალგაზრდობაში. ქართული ენის სიწმინდის
დაცვა. გავეცნოთ ბარბარიზმებს.
აღწერა: კვირის განმავლობაში
მოსწავლეები ინიშნავდნენ ერთმანეთის მიერ საუბრისას
შემთხვევით წარმოთქმულ ბარბარიზმებს. ვინც ყველაზე ნაკლები ბარბარიზმს წარმოტქვამდა
კვირის განმავლობაში, ანიჭებდნენ კვირის "საუკეთესო
მოქართულეს’ წოდებას.
საგანთან/ე.ს.გ.–სთან
კავშირი:
ქართ. IX. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე.
მასწავლებელი ნონა კობრავას მიერ განხორციელებული ინტერვენციები:
1.
ინტერვენცია: ვიქტორინა
ინტერვეციის მიზანი: მოსწავლეთა
მოსმენისა და სწრაფი აზროვნების უნარის განვითარება, დასკვნის გამოტანა, დასმული კითხვის
გააზრებისა და სწრაფად შესაფერისი პასუხის შერჩევის უნარის განვითარება სასწავლო პროცესის
გამრავალფეროვნების მიზნით.
აღწერა: პირველ ეტაპზე შევარჩიე, დავახარისხე, დავალაგე ვიქტორინისათვის
შესაბამისი კითხვები. მოვაწყვე ჩასატარებლად საკლასო ოთახი. მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით
შევარჩიე მუსიკა ღონისძიების ჩატარების გასაფორმებლად.
მეორე ეტაპზე
სავიქტორინო კითხვები პროექტორის საშუალებით წარმოვადგინეთ კლასში.
მესამე ეტაპზე ვიმსჯელეთ, შევაფასეთ ჩატარებული ღონისძიება.
მოსწავლეებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები.
საგანთან/ე.ს.გ.–სთან
კავშირი:
ქართ. IX. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე.
2.
ინტერვენცია _ დისკუსია თემაზე ,,რა ენა წახდეს“
ინტერვეციის მიზანი_ სწორად საუბრისათვის მოსწავლეთა
მოტივაციის გაზრდა
აღწერა_ მოსწავლეებს
წინსწარ ჰქონდათ დავალება მოეძიებიათ ქართული
ენის სიწმინდის საკითხებზე გამოჩენილი ქართველების წერილები და მათი მოსაზრებები, შემდეგ
კი მათ შესახებ გამოეთქვათ თავიანთი აზრი დისკუსიაზე. მოსწავლეებმა ინტერესით დაიწყეს მსჯელობა ქართული
ენის საკითხებზე და გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები.
საგანთან/ე.ს.გ.–სთან
კავშირი:
ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა
და კამათის სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წინასწარ ეცნობა აუდიტორიას შეადგენს
გამოსვლის გეგმას, ქმნის როლურ ტექსტს, გადის რეპეტიციებს, ამოწმებს რეგლამენტს და
ა. შ.;
3.
ინტერვენცია_ ლექსიკონის "ბარბარიზმები ჩვენს ლექსიკაში" შედგენა
ინტერვენციის მიზანი_კეთებით
სწავლება
აღწერა: _მოსწავლეებმა
შეაგროვეს ბარბარიზმები, მიუწერეს ქართული შესატყვისები და შედგენილი ლექსიკონი დაარიგეს მოსწავლეებში.
საგანთან/ე.ს.გ.–სთან
კავშირი:
ქართ. IX. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე.
მასწავლებლების
ვალიდა კოხრეიძის და ნონა კობრავას მიერ ერთობლივად
განხორციელებული ინტერვენციები:
1.
მეთოდური ლიტერატურის დამუშავება;
2.
ინტერენცია: სასწავლო პროექტი "ილაპარაკეთ...ოღონდ
ქართულად, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!“
პროექტის იდეა: სასკოლო ღონისძიების
კვირეულის ჩატარება.
პროექტის აქტუალობა: „14 აპრილი“
ქართული ენის დღეა.
მიზანი: პროპაგანდა ქართული ენის
სიყვარულისა და მისი გაღვივება მოსწავლე ახალგაზრდობაში. ქართული ენის ისტორიის
გაცნობა. მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარის განვითარება.
სამიზნე ჯგუფი: IX- კლასის მოსწავლეები.
ხანგძლივობა: 1 კვირა. (10 აპრილი – 17
აპრილი )
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ საინტერესო
წერილები, გაეცნობიან და შეისწავლიან თუ რა საფრთხის წნაშე იდგა ქართული ენა საუკუუნეების განმავლობაში და რამ მოიყვანა ჩვენამდე.
ასევე შეძლებენ გამოიმუშაონ სოციალური უნარ–ჩვევა.
რესურსი: კედლის გაზეთისთვის ფორმატი, ბიბლიოთეკა, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა,
კომპიუტერი, ინტერნეტი, ფორმები, მუსიკალური ცენტრი,
ამოცანები: ქართული ენის სიწმინდის დაცვა; ბარბარიზმების შესახებ მეტი ინფორმაცია მოიძიონ
მოსწავლეებმა; ამ მიზნით პროექტის ფარგლებში
მოსწავლეების წინადადებით დაიგეგმა კედლის გაზეთის
გამოშვება და საინფორმაციო-გასართობი ღონისძიების ჩატარება.
პროექტის
მსვლელობა: კედლის გაზეთის გამოშვება.
სამიზნე
ჯგუფი: IX კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს
წერილები კედლის გაზეთისათვის.
1.
კ.
გამსახურდია „ენის სიწმინდე“
2.
საქ.
პატრიარქის ილია II–ის „ქება ენა
ქართულისა“
3.
ლ.
მროველი „ქება ენა ქართულისა“
4.
ლექსები
„დედა ენა“, "ილაპარაკეთ...ოღონდ ქართულად,
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!“
5.
ვ. როდონაია
„ქართული სალიტერატურო ენა“
ღონისძიების ჩატარება . აქტივობები:
1. მხატვრული კითხვის ნომერი.
2.
ქართული ცეკვები
3.
დადგმები
4.
მუსიკალური
ნომრები
საგანთან/ე.ს.გ.–სთან კავშირი:
ქართ. IX. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე.
ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის სტრატეგიების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: წინასწარ ქმნის როლურ ტექსტს, გეგმას, გადის რეპეტიციებს, ამოწმებს
რეგლამენტს და ა. შ.;
საქმიანობა:
1. იდეის წარმოშობა: შევისწავლეთ ილიასა და ვაჟას პუბლიცისტური წერილები; დეტალურად
გავაანალიზეთ პუბლიცისტური წერილის ყველა მახასიათებელი. მოსწავლეები გაეცნენ კ.
გამსახურდიას, ვ. როდონაიას, ილია II–ის
„ქება ენა ქართულისა“ და სხვა წეილებს. დავამუშავებინეთ
შესაბამისი თემები; ვთხოვეთ დაეწერათ ქართული ენის სიწმინდის დაცვის პრობლემების შესახებ;
როცა თავად მოიძიეს ინფორმაცია, უფრო დაინახეს პრობლემის აქტუალობა და მნიშვნელობა.
მათ იმდენად საინტერესო წერილები დაწერეს,
რომ გადავწყვიტეთ კედლის გაზეთის და ელექტრონული ჟურნლის გამოშვება.
2. შევადგინეთ
სამუშაო გეგმა. მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობისას თავად გადაინაწილეს ფუნქციები: ზოგი
მოიძიებდა თავიანთი წერილისათვის საჭირო სურათებს. ზოგიც თავისი ნახატებით აფორმებდა წერილებს...
3.
გამოვუშვით კედლის გაზეთი
4. პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები აქტიურად იყენებდნენ
ისტ–ის ინფორმაციის მოძიება, დიაგრამების აგება, სლაიდების მომზადება, ვიდეოს შექნმა
პროგრამა Movie Maker- ში, ბუკლეტებისა და სიგელების დამზადების მიზნით.
3.
ინტერენცია: ბარბარიზმებით თამაში
თამაშის
მიზანი _ ჩავანაცვლოთ ბარბარიზმები ქართული
სიტყვებით.
აქტივობის
სახელწოდება _ „იპოვე და ჩაანაცვლე!“
საგანთან/ე.ს.გ.–სთან
კავშირი:
ქართ. IX. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე.
ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის სტრატეგიების გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: წინასწარ ქმნის როლურ ტექსტს, გეგმას, გადის რეპეტიციებს, ამოწმებს
რეგლამენტს და ა. შ.;
აღწერა: 21_ე საუკუნის ბავშვებთან დირექტიული სწავლების მეთოდი მიუღებელია. ამიტომ,
ფიქრი თამაშით სწავლებისკენ გამექცა. თამაშით სწავლება სახალისოს და საინტერესოს ხდის
რთულად გასაგებ, აღსაქმელ და დასამახსოვრებელ საკითხებსაც კი. ისიც ვიცით, რა
ფუნქციას აკისრებდა დიმიტრი უზნაძე თამაშს სწავლა-სწავლების პროცესში: „თამაშის ძირითად
არსს ბავშვის შესაძლებლობათა აქტივაცია წარმოადგენს…სასკოლო ასაკში თამაში მოძრაობათა
განვითარების, გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზანს ემსახურება და იგი შეჯიბრის პირობებში
ხორციელდება, რომელიც გულისხმობს გარკვეული წესებისა და პირობების დაცვას. შედეგად,
მოზარდი „ფიზიკური თამაშის“ გზით გაითავისებს საზოგადოებაში არსებულ გარკვეულ წესებს
და ნორმებს, რაც ეხმარება მას პიროვნებათშორისი ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის
უნარების განვითარებაში.“
მოსამზადებელი ეტაპი _ მასწავლებლებმა ბავშვები წინასწარ მოვამზადეთ და ავუხსენით,
რა არის ბარბარიზმები, რა არის ნასესხები სიტყვები და როგორ უნდა გაარჩიონ ბარბარიზმები
ნასესხები სიტყვებისაგან. შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე მოეძიებინათ რუსული და ინგლისური
ბარბარიზმები ქართულ შესატყვისებთან ერთად. მოძიებული მასალიდან შევარჩიე
100 გავრცელებული ბარბარიზმი და თითოეული დავწერე ფერად ბარათებზე. ბარათები კი დავმალე
ორ ოთახში_ ფოტოების უკან, ფორტეპიანოს კლავიშებზე, მაგიდებისა და სკამების ქვეშ, ფარდებზე
და ა.შ.
თამაშის მიმდინარეობა
პირველი ეტაპი – მოსწავლეები ნაწილდებიან წინასწარ მომზადებულ მერხებთან,
ჯგუფების მიხედვით. მათ 5 წუთში უნდა მოიფიქრონ სახელწოდებები თავიანთი გუნდებისათვის
და აირჩიონ კაპიტნები. უკვე მოფიქრებულ სახელებს ჩამოვწერთ დაფაზე, რათა ქულების
დაწერისთვის მოვემზადოთ.
მეორე ეტაპი – ბავშვებს ვაცნობ თამაშის წესებს: „100 ბარბარიზმი განთავსებულია
ტექსტში, რომელიც მაგიდაზე გიდევთ, იქ ბარბარიზმების გარდა, დაწერილია
ნასესხები სიტყვები. თქვენი მოვალეობაა მოძებნოთ ეს სიტყვები: ნასესხები სიტყვები მოაქციეთ
ცხრილში შესაბამის გრაფაში, ხოლო ბარბარიზმები – სხვა გრაფაში. დავალების შესასრულებლად
გეძლევათ თხუთმეტი წუთი.“
მესამე ეტაპი – ბავშვები ეძებენბარბარიზმებს და ნასესხებ სიტყვებს. დავალების შესრულებისას
ვაკვირდებით როგორ ინაწილებენ როლებს, იცავენ თუ არა თამაშის წესებს და ა.შ. შეგიძლიათ,
ეს შედეგები თქვენთვის მოინიშნოთ და სხვა დროს გაითვალისწინოთ აქტივობების დაგეგმვისას.
ამ შემთხვევაში, ორგანიზებული თამაშისათვის, გუნდები განმავითარებელი კომენტარებით
წავახალისებთ.
მეოთხე ეტაპი – დროის
სმოწურვის შემდეგ გუნდის წევრები იწყებენ ბარბარიზმების
დახარისხებას -რუსული და ინგლისური. და მიუწერენ ქართულ შესატყვის სიტყვას. ათავსებენ შესაბამის ცხრილში. აქტივობის შესასრულებლად
მათ 10 წუთი აქვთ.
მეხუთე ეტაპი – ქულების დათვლა. თითოეული გუნდი მოდის ჩვენთან და ვამოწმებთ მათ
მიერ შესრულებულ დავალებებს. ქულებს კი ვანაწილებთ შემდეგნაირად:
1)
თითოეული ნაპოვნი ბარბარიზმისათვის
– 1 ქულა;
2) )თითოეული სწორად განაწილებული
ბარბარიზმისათვის(რუსული-ინგლისური) – 1 ქულა;
3) თითოეული ბარბარიზმის სწორი შესატყვისის დაწერისათვის – 1 ქულა;
4) თუ ბავშვებს ბარბარიზმი აერევათ ნასესხებ სიტყვაში, აკლდებათ 1 ქულა;
5) თუ გუნდები, თამაშის განმავლობაში, ერთხელ მაინც შეუშლიან ხელს სხვა
გუნდს, აკლდებათ 1 ქულა.
თამაში მოსწავლეებს ეხმარება
გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მასალის ადვილად დამახსოვრებაში.
იმ დღის შემდეგ, ჩემი მოსწავლეები ცდილობენ, სხვასაც ასწავლონ ბარბარიზმების ქართული
შესატყვისები. ვფიქრობ, მსგავსი აქტივობები მუდმივად უნდა მეორდებოდეს. თუ ამ თამაშს
დაგეგმავთ, მერწმუნეთ, პატარები მომდევნო წელს აუცილებლად მოგთხოვენ გამეორებას.
ბარბარიზმიდან ნაწილი, რომელიც
მეტად გავრცელებულია ჩვენს მეტყველებაში და ხვდებოდათ მოსწავლეებს ტექსტში მოცემულია
დანართში #6.
3. ინტერვენციების
შეფასება
დაგეგმილი
და განხორციელებული ინტერვენციების შემდეგ მიზნად დავისახე ინტერვენციების შეფასება,
რომლისთვისაც გამოვიყენე შემდეგი მეთოდები:
დაკვირვება
სამიზნე ჯგუფი: მოსწავლეები
მიზანი: საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება
დაკვირვების
შედეგად გამოიკვეთა, რომ სასწავლო პროცესში გამოყენებულმა მრავალფეროვანმა სტრატეგიებმა,
მეთოდებმა და აქტივობებმა, ჩვენს მიერ მიცემულმა განმავითარებელმა შეფასებამ ხელი შეუწყო
მოსწავლეთა სასაუბრო უნარების განვითარებას. ისინი უფრო მეტი ინტერესით მოეკიდნენ ქართული
ენის სიწმინდის დაცვას. მონდომებითა და ხარისხიანად
დაიწყეს დავალებების შესრულება და კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა .
ანკეტირება
სამიზნე ჯგუფი:
მოსწავლეები
მიზანი: მოსწავლეების აზრის გათვალისწინება
ინტერვენციის შეფასებისათვის შეიქმნა სპეციალური
ანკეტა, რომელიც დაურიგდათ მოსწავლეებს. კითხვარი შედგებოდა ხუთი დახურული კითხვისაგან. ( დანართი2)
რაოდენობრივი მონაცემები
წარმოდგენილია დიაგრამების სახით:
1.
კითხვაზე მოგეწონათ თუ დისკუსაში თქვენი მსჯელობა?
მეცხრე კლასის 31
მოსწავლიდან სულ ,,დიახ“- პასუხობს 23 მოსწავლე,
,,არა“ 8 მოსწავლე.
მასწავლებელთა პოსტ-ინერვენციური
ანკეტირებით გაირკვა, რომ მასწავლებელთა აზრით
ჩვენს მიერ გამოყენებული ინოვაციური
მეთოდები მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბარბარიზმებისგან
ენის გათავისუფლებაში. მათი აზრით ასევე ეფექტური აღმოჩნდა განმავითარებელი შეფასების უფრო
ხშირად გამოყენება ბარბარიზმებისგან ენის გათავისუფლებაში. ყოველი მათი შეცდომისას თუ შემჩნეული წინსვლისას დროული აღნიშვნა ამაღლებს
მოსწავლეთა სწორად მეტყველებისა და წერის მოტივაციას.
1.
რეკომენდაციები
·
მიეცით
მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება, რადგან კონსტრუქციული და სწორად გაცემული უკუკავშირი
ხელს უწყობს მოსწავლეებს ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები;
·
გაამდიდრეთ
სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითა და სტრატეგიებით;
·
ი თამაშების
მეთოდის გამოყენება უფრო სახალისოსა და საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს;
·
წაახალისეთ
მოსწავლეები, აღიარეთ მათი წარმატება, რაც გაბედულებასა და თვითდაჯერებულობას შესძენთ;
·
დავალების
მიცემისას გაითვალისწინეთ ინდივიდუალურობა და მათი შესაძლებლობები, მიეცით თავისუფალი
არჩევანი დავალებების შესასრულებლად;
·
საგაკვეთილო
პროცესი უზრუნველყავით თანამედროვე ტექნოლოგიებით;
·
გაითვალისწინეთ,
დისკუსიების, პროექტების და სხვა აქტივობების დაგეგმვა ხელს შეუწყობს ცოდნის ტრანსფერის უნარის
განვითარებას;
2.
დასკვნა
2018-19 სასწ.წ. ჩატარებული კვლევა ,, ქართულ ენაზე საუბრისას ბარბარიზმების აღმოფხვრისათვის საჭირო სტრატეგიები სკოლაში“ საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ საკვლევი საკითხი
სასწავლო პროცესში არსებული პრობლების მოგვარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
კვლევის
პირველ ეტაპზე საკვლევი საკითხის შერჩევამ დაგვანახა პრობლების აქტუალობა, რამაც საშუალება
მოგვცა გაგვეანალიზებინა რეალობა და გამოგვეკვეთა მიზნები. ჩვენი კვლევის მიზანი იყო დაგვედგინა,
თუ რა ფაქტორები განაპირობებს ბარაბარიზმების სიჭარბეს მოსწავლეთა მეტყველებასა და
წერიასას და გავაანალიზოთ პრობლების გამომწვევი მიზეზები. კვლევამ მისი მიზანი შესარულა:
დავგეგმეთ და განვახორციელეთ შესაბამისი ეფექტური ინტერვენციები, შევიმუშავეთ პრაქტიკული რეკომენდაციები.
აღნიშნულ
საკითხზე ლიტერატურის გაცნობა დაგვეხმარა გამოგვეკვეთა სამიზნე ჯგუფები, ძირითადი მიგნებები,
კვლევის მეთოდები, გაგვეანალიზებინა მონაცემები.
არსებული
პრობლემის გასაუმჯობესებლად განვახორციელეთ ინტერვენციები. თითოეული ინტერვენცია გათვლილი გვქონდა ე.ს.გ. ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ
სტანდარტის საფუძველზე. მიგვაჩნია, რომ მოსწავლეთა ასაკის, ინდივიდუალურობის გათვალისწინებით
სწორად შერჩეულმა ინტერვენციებმა შედეგი გამოიღო:
შეიცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულება
ქართული ენისა სიწმინდის მიმართ, რაც აშკარად აჩვენა ტექსტის რედაქტირების სამუშაოებმაც.
ჩვენი კვლევის
ფარგლებში მოსწავლეებს დავანახეთ ქართული
ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა, დავეხმარეთ ამ საკითხში მათი როლისა და
პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში. შედეგად მოსწავლეების საუბარში სულ უფრო
ნაკლებად ისმის ბარბარიზმები.იგრძნობა
მოსწავლეებს შორის ურთიერთსწავლების და ურთიერთშეფასების გაძლიერება.
შესაბამისი ლიტერატურის გაცნობის და კოლეგებთან კონსულტაციის შემდეგ ჩატარებული აქტივობების შედეგად შევძელით ეფექტური ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება.
შედეგად მოსწავლეები მეტად ინფორმირებული
არიან ბარბარიზმების შესახებ და გაუმჯობესდა სკოლაში ქართულ ენაზე გამართული მეტყველება, მნიშვნელოვნად შემცირდა
ბარბარიზმების გამოყენება საუბარში.
კლასში განხორციელებული კვლევის შედეგების საფუძველზე
შესაძლებელი გახდა შესაბამისი რეკომენდაციების რამდენიმე მიმართულებით შემუშავება.
უნდა
ავღნიშნოთ, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული პრაქტიკული
კვლევა ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან კოლეგებთან ერთად რეალურად შევისწავლეთ კლასისათვის
მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლება, რამაც ნაწილობრივ უზრუნველყო საკითხის მოგვარება.
კვლევის შედეგად გაუმჯობესდა ჩვენი პრაქტიკული საქმიანობის ხარისხი სკოლაში.
სკოლის დირექციის და მასწავლებლების აზრით კვლევა ნაყოფიერად მიმდინარეობადა. შედეგები სასარგებლოდ მიიჩნიეს მასწავლებლებმაც. კვლევის შედეგები შეიძლება
გამოიყენოს სახვა მოსწავლებლებმაც.
3.
გამოყენებული ლიტერატურა
1.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი
II ნაწილი
2.
ლევ ვიგოტსკი
სოციო-კულტურული თეორია
3.
ალბერტ
ბანდურა (John.al 2008) დასწავლის სოციალურ-კონგნიტური თეორია, მიბაძვითი დასწავლა
4.
ენციკლოპედიური
ლექსიკონი
5.
თამთა
დოლიძე(2017) ფორმალური და არაფორმალური განათლების თავისებურება maswavlebeli.ge
6.
დ.უზნაძე
განწყობის თეორია (თბილისი 1995)
10.
საქართველოს
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ,,სიტყვიერებისა და ლიტერატურული თეორიის ლექსიკონი“
11. გერონტი ქიქგოძე 1914 წელი,
„სახალხო ფურცელი”. ,,ენა
და ეროვნული ენერგია“ http://georoyal.ge/?MTID=5&id=793
4.
დანართი 1 კითხვარი
მოსწავლეებისათვის
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ფარგლებში.
1)
მოგწონს თუ
არა საუბრისას ბარბარიზმების გამოყენება? ა) დიახ ბ) არა
2)
შენი
აზრით, აუცილებელია თუ არა ქართული ენის სიწმინდისათვის ზრუნვა?
ა) დიახ
ბ) არა
3)
იყენებენ
თუ არა მასწავლებლები გაკვეთილზე თანამედროვე ტექნოლოგიებს,?
ა) დიახ
ბ) არა
4)
როგორი
ტიპის დავალებებს ასრულებ ხალისით?
ა) სააზროვნო ბ) ინფორმაციის
მოძიება გ) კითხვებზე პასუხის გაცემა
5)
მოგწონს
თუ არა ისეთი აქტივობები, როგორიცაა
ა) ვიქტორინები
ბ) თამაშები გ)
დისკუსია
დანართი 2. ანკეტირება
პოსტ-ინერვენციური ანკეტირება
მოსწავლეებისათვის
გთხოვთ შეავსოთ ანკეტა პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევის ფარგლებში.
1)
მოგეწონათ
თუ დისკუსაში თქვენი მსჯელობა?
ა) დიახ ბ) არა
2)
უფრო ნაკლებად იყენებ თუ
არა შენი აზრით, ბარბარიზმებს საუბრისას?
ა) დიახ ბ) არა გ) არც მანამდე ვიყენებდი
3)
ამჩნევ თუ არა უფრო მეტად
სხვათა საუბრისას დაშვებულ შეცდომებს?
ა) დიახ ბ) არა
4)
აძლევ
თუ არა ოჯახის წევრებს შენიშვნებს საუბარში ბარბარიზმების გამოყენებისას?
ა)დიახ ბ)არა
5)
აძლევ
თუ არა მეგობრებს შენიშვნებს საუბარში ბარბარიზმების გამოყენებისას?
ა)დიახ ბ)არა
დანართი 3 კითხვარი მასწავლებლებისთვის
გთხოვთ
შეავსოთ კითხვარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ფარგლებში.
1.
მიგაჩნიათ
თუ არა ბარბარიზმებით საუბარი თანამედროვე
ახალგაზრედბის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად?
ა) დიახ ბ) არა
2.
თქვენი
აზრით, პრობლემის გამოსწორების მიზნით გასათვალისწინებელია ინდივიდუალური მიდგომა მოსწავლეებთან? ა) დიახ ბ) არა
3.
თქვენი აზრით, პრობლემის გამოსწორების მიზნით საჭიროა
მშობლებთან მეტად თანამშრომლობა? ა) დიახ ბ)
არა
4.
თქვენი
აზრით, რომელი საგნის მასწავლებელია ვალდებული იზრუნოს სკოლაში ქართული ენის სიწმინდეზე? ა) მხოლოდ ქართულის ბ)
ყველა საგნის მასწავლებელი
5.
თქვენი
აზრით, რა არის მიზეზი თანამედროვე ახალგაზრდების
ბარბარიზმების გამოყენებით საუბრის?
ა) კომპიუტერთან
არამიზნობრივად დიდი დროის გატარება
ბ) განათლების
დეფიციტი;
გ) კლასგარეშე
ლიტერატურის კითხვის მოთხოვნილების ნაკლებობა მოსწავლეებში.
დ) წახალისებისა და დასჯის ფორმების იშვიათად გამოყენება;
6.
თქვენი
აზრით, პრობლემის გამოსწორების მიზნით რა მეთოდებს უნდა იყენებდეს უფრო ხშირად მასწავლებლები?
ა) წახალისებისა
და დასჯის ინოვაციური მეთოდები
ბ) მრავალფეროვანი დავალებები და დავალებების მიცემისას მოსწავლეთა ინდივიდუალურობის
გათვალისწინება
გ) სახალისო აქტივობები (დისკუსიები თამაშები, ვიქტორინები)
დანართი 4. პოსტ-ინერვენციური ანკეტირება მასწავლებლებისთვის
1)
პედაგოგის მიერ ინოვაციური
მეთოდების გამოყენება არის თუ არა მნიშვნელოვანი ბარბარიზმებისგან ენის გათავისუფლებაში
? ა) დიახ ბ) არა
2)
გამოიღო
თუ არა შედეგი განმავითარებელი შეფასების უფრო ხშირად გამოყენებამ ბარბარიზმებისგან
ენის გათავისუფლებაში ? ა) დიახ ბ) არა
3)
ყოველი
მათი შეცდომისას თუ შემჩნეული წინსვლისას დროული
აღნიშვნა ამაღლებს თუ არა მოსწავლეთა სწორად მეტყველებისა და წერის მოტივაციას? ა) დიახ
ბ) არა
4)
ზრდის
თუ სწორი სალიტერატურო ენით საუბარის მოტივაციას სიტყვიერი შექება და წახალისება ა) დიახ ბ) არა
დანართი 5 კითხვარი მშობლებისათვის
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ფარგლებში.
1)
იყენებს თუ არა თქვენი შვილი საუბრისას ბარბარიზმებს?
ა) დიახ
ბ) არა
2)
მოგწონთ თუ არა თქვენი
შვილის საუბრისას ბარბარიზმების გამოყენება?
ა) დიახ
ბ) არა
3)
თქენი
აზრით, აუცილებელია თუ არა ქართული ენის სიწმინდისათვის ზრუნვა?
ა) დიახ
ბ) არა
4)
აძლევთ
თუ არა შენიშვნებს თქვენს შვილს, როცა საუბრისას
ბარბარიზმებს იყენებს?
ა) დიახ
ბ) არა
5)
რა მიგაჩნიათ
პრობლემის არსებობის მთავარ მიზეზად?
ა) კომპიუტერი ბ) საინფორმაციო საშუალებები
გ) მხატვრული
ლიტერატურის კითხვის დეფიციტი
დანართში
#6
ინგლისური ბარბარიზმები
|
ქართული შესატყვისები
|
1. სეივი;
2. ჩელენჯი;
3. სეილი;
4. სენსიტიური;
5. ივენთი;
6. დატესტვა;
7. დრაივი;
8. ვიზიტორი;
9. კრეატიული;
10. ფრენდი;
11. ლინკი;
12. დათაგვა;
13. ფართი;
14. სელფი;
15. დილეითი;
16. მონიტორი;
17. ფლეშკა;
18. ლაივი;
19. დასინვა;
20. დაპოსტვა;
21. სმაილი;
22. დრაივი;
23. დაანონსება;
24. ფაზლი;
25. ფეისი;
|
1. შენახვა;
2. გამოწვევა;
3. ფასდაკლება;
4. მგრძნობიარე;
5. წვეულება;
6. გასინჯვა;
7. მუხტი;
8. სტუმარი; მნახველი;
9. შემოქმედებითი;
10. მეგობარი;
11. ბმული;
12. მონიშვნა;
13. წვეულება;
14. თვითი;
15. წაშლა;
16. ეკრანი;
17. მეხსიერების ბარათი;
18. პირდაპირი ეთერი;
19. ნახვა;
20. გამოქვეყნება;
21. ღიმილი;
22. მუხტი;
23. წინასწარ გამოცხადება;
24. ასაწყობი; თავსატეხი;
25. სახე;
|
რუსული ბარბარიზმები
|
ქართული შესატყვისები
|
1. სპიჩკა;
2. სტოლი;
3. სემიჩკა;
4. ნასკი;
5. საროჩკა;
6. პრობკა;
7. შპილკა;
8.
ზაჟიგალკა;
9. კრესლო;
10. პოლი;
11.
პროსტინა;
12. პივა;
13. გრეჩიხა;
14. კრანი;
15. ჩოთქი;
16. ფეჩი;
17. მაიკა;
18. ტუფლი;
19. ბულკი;
20. კრიშა;
21. ვეშოლკა;
22. აჩკი;
23. მაზი;
24.
პარიკმახერი;
25.
ნაუშნიკი;
|
1. ასანთი;
2. მაგიდა;
3.
მზესუმზირა;
4. წინდა;
5. პერანგი;
6. საცობი;
7. სარჭი;
8.
სანთებელა;
9.
სავარძელი;
10. იატაკი;
11. ზეწარი;
12. ლუდი;
13.
წიწიბურა;
14. ონკანი;
15. ჯაგრისი;
16. ღუმელი;
17. მაისური;
18.
ფეხსაცმელი;
19. ფუნთუშა;
20.
თავსახური;
21. საკიდი;
22. სათვალე;
23.
ნელსაცხებელი;
24. დალაქი;
25.
ყურსასმენი;
|
Комментариев нет:
Отправить комментарий